„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია GIRDC დაიხურა

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია GIRDC დაიხურა

access_time2020-06-10 16:00:00

საპატნიორო ფონდის შვილობილი კომპანია ფონდში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის ფარგლებში დაიხურა.საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანია (GIRDC) საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მისი ფუნქცია ქვეყნის დაჩქარებული განვითარების დარგობრივი პრიორიტეტების და მათი რეგიონული (სივრცითი) განზომილების კვლევა,  შესაბამისი ბიზნესპროექტების ინიცირება და დამუშავება, შემდგომში კი შერჩეული პროექტების საპარტნიორო ფონდისთვის წარდგენა ან პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზება იყო.


სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესის გამო პროექტების დაფინანსება არ ხორციელდება, ფონდს შეჩერებული აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვარიანი „კომერსანტთან“ განმარტავს ოპტიმიზაციის მიზნით საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიის GIRDC-ის დახურვა გადაწყდა. მანვე აღნიშნა, რომ მენეჯმენტში მომუშავე კადრები მათი მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლოა მათ სხვა  კომპანიებში გადანაწილდნენ.


GIRDC -ს  ფუნქცია და მიზანი ინვესტორებისთვის მზა პროექტების შეთავაზება იყო, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა მათთვის, ვისაც რესურსი აქვს და ეძებს სფეროს რაშიც შეიძლება ის გამოიყენოს. საპარტნორო ფონდი რამდენიმე მიმართულებით  მუშაობს - ან მოდის ინვესტორი გარკვეული ინიციატივით და ვიწყებთ შესწავლას, ან მთავრობის დავალებით ვამზადებთ პროექტებს, ან მოდიან ინვესტორები, გვეუბნებიან, რომ აქვთ თანხა და აინტერესებთ რაში შეუძლიათ მისი დაბანდება და რას ვურჩევდით ჩვენ. ამიტომ, საპარტნიორო ფონდმა საჭიროდ მიიჩნია შეექმნა ასეთი კომპანია, რომელიც მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტდა და აქტიურად მუშაობდნენ საინტერესო პროექტებზე. მათ განახორციელეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აჭარაში. თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგანაც საპარტნიორო ფონდს ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს, მოხდა გარკვეული ტიპის ოპტიმიზაცია. მენეჯმენტის წევრები საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის კადრები არიან და შეიძლება მომავალში მათი გადანაწილება მოხდეს,“ - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.



საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიამ (GIRDC) დაარსებიდან რამდენიმე ანალიტიკური შესწავლა მოახდინა ისეთი სფეროების, როგორებიცაა საკვებისა და სასმელების ინდუსტრია, ხილისა და ბოსტნეულის დამამუშავებელი ინდუსტრია, ხორცისა და რძის დამამუშავებელი ინდუსტრია. დაფინანსებისა და ინვესტორებისთვის შეთავაზების ეტაპზეა ისეთი პროექტები როგორებიცაა თიხის დამუშავება, თევზეულის წარმოება, ციტრუსისა და ხილის გადამუშავება, შაქრისა და ბიოდიზელის უნარჩენო წარმოება და ა.შ.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up