„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის უმსხვილეს გამოფენებზე საუკეთესო პირობებით ისარგებლებენ

„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის უმსხვილეს გამოფენებზე საუკეთესო პირობებით ისარგებლებენ

access_time2019-11-05 20:45:30

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.



ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.



ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ქართული პროდუქციის პოტენციალს ჩინეთის ბაზარზე და საქართველოს დელეგაცია ქალაქ გუანჭოუში ორ უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. კერძოდ, გუანჭოუს საერთაშორისო საკვები პორდუქციის გამოფენაზე, რომელიც 2020 წლის მაისში გაიმართება და იმპორტირებული საკვები პროდუქციის რეალიზაციისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას წარმოადგენს; ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ საზღვაო აბრეშუმის გზის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც გასულ წელს „საპარტნიორო ფონდის“ორგანიზებით, 20-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.



ჩინურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ ღონისძიებებში კერძო სექტორის აქტიურად მონაწილეობის შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შუამდგომლობით, ქართველ მეწარმეებს საუკეთესო პირობები შესთავაზოს და გამოფენა შიმონაწილეობის ხარჯები ნაწილობრივ დაფაროს.



ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ აღნიშნა, რომ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენა“ მრავლისმომცველი ღონისძიებაა, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასა და ჩინეთსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.








დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up