„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს - აფბა

„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს - აფბა

access_time2021-11-26 15:29:40

„საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსების პრობლემა დღემდე გაურკვეველია - არსებობს კანონპროექტი, რომელიც ბიუჯეტის მიერ ფონდის დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა ეს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს არ განუხილავს. ხელისუფლებამ პრობლემა სწრაფად უნდა გადაჭრას. ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 



„2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ჩვენი ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ არც მომდევნო წლისთვის განსაზღვრულ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობისთვის აუცილებელი სახსრები. აღმოჩნდა, რომ არსებობს ამ შინაარსის კანონპროექტი, რაც ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას გულისხმობს, თუმცა მასზე მსჯელობა დღემდე, არათუ სასესიო მოსმენების, საკომიტეტო განხილვების დონეზეც კი არ მომხდარა. დღეს „საპარტნიორო ფონდი“ პრაქტიკულად გაჩერებულია.



ის, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს სახით, თავს იკავებს „საპარტნიორო ფონდის“ საბიუჯეტო დაფინანსებაზე აყვანისგან (ამ იდეის მიზანშეუწონლობის თაობაზე მინისტრის მოადგილემ, ბატონმა კაკაურიძემ, საჯაროდ ისაუბრა) მართებულ მიდგომად მიგვაჩნია. თუმცა, ამ ფონზე გაუგებრად რჩება, რა როლს ასრულებს, ან რა როლი უნდა შეასრულოს პარლამენტში ინიციირებულმა ამ კანონპროექტმა, რომელიც სწორედ ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას გულისხმობს.



ფაქტია, რომ საპარტნიორო ფონდი მის მიერ გავრცელებული საფინანსო ანგარიშების მიხედვით, ყოველწლიურად მრავალმილიონიან საოპერაციო მოგებაზე გადის.



მაგრამ 2019 წელს „სავალუტო ფონდმა“ გასცა რეკომენდაცია, რომ ვიდრე არ მოხდებოდა „საპარტნიორო ფონდის“ ტრანსფორმაცია, ახალი პროექტები არ განხორციელებულიყო, რადგან წინა წლებში ფონდის შვილობილი კომპანიები ფინანსურ ზარალზე გავიდნენ (მათ შორის, მაგალითად „საქართველოს რკინიგზა“, რომლის აქტივების ჩამოწერის გამოც დაფიქსირდა ზარალი).




ისიც აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოების ოპერაციულ მართვაში ფონდი რეალურად არ მონაწილეობს. სამი წელია, რაც ფონდს არ მიუღია დივიდენდი მისი ქვემდებარე საწარმოებიდან და მის შემოსავლებს, მიმდინარე ეტაპზე, მხოლოდ უკვე განხორციელებული პროექტებიდან მიღებული ამონაგები აგენერირებს, რაც ცხადია, ამოწურვადი რესურსია.



ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ ფონდი ვერ გააგრძელებს ფუნქციობას იმ ფორმატით, როგორც ის დღეს არსებობს, როცა წარმოადგენს, ერთი მხრივ, პრაქტიკულად კვაზი-სისტემას, რომელიც თითქოს არის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების მმართველი, მაგრამ მეორე მხრივ, არის წმინდა კაპიტალის ფონდი, რომელიც ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.



აშკარაა, რომ ფონდს უნდა განესაზღვროს ან ერთი, ან მეორე მიმართულება და უნდა მოინახოს საკითხის იმ გზითა და ფორმატით გადაწყვეტა, რომ ფონდმა შეძლოს ამოქმედება, ან დაიწყოს მისი ქვემდებარე სტრუქტურების რეალური საოპერაციო მართვა და აიღოს სრული პასუხისმგებლობა. ან მის განკარგულებაში დაბრუნდეს სახელმწიფოსთვის ნასესხები სახსრები, რაც საკმაოდ სოლიდურ მოცულობას შეადგენს და ამ რესურსის მეშვეობით განაგრძოს საინვესტიციო საქმიანობა.



აფბას პრინციპული პოზიციაა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით არ უნდა განხორციელდეს.



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ საკითხი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ობიექტურად იმსახურებს მაღალ საჯარო ინტერესს და საზოგადოებრივ ყურადღებას.
ამდენად, აფბა მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საკუთრივ „საპარტნიორო ფონდს“, პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებს, ექსპერტულ საზოგადოებას, რომ მოინახოს ფორმატი, სადაც ფონდის სამომავლო საქმიანობის შინაარსთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებების გაზიარება და საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის წარმართვა იქნება შესაძლებელი. ეს უნდა გაკეთდეს უმოკლეს დროში და გადაუდებლად, რადგან პოზიციების შეჯერებისა და პროცესის მაღალი გამჭვირვალობით წარმართვის გარეშე, დაუშვებლად მიგვაჩნია იმ იდეის რეალობად ქცევა, რასაც „საპარტნიორო ფონდის“ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანა ჰქვია.



აფბა მოუწოდებს ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებს, გამოეხმაურონ ორგანიზაციის ინიციატივას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up