„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით ჰონგ-კონგელი და იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით ჰონგ-კონგელი და იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ

access_time2019-06-11 12:13:14


.„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდშიჰონგ-კონგისა და იაპონიისსაქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღო. ოფიციალური დელეგაციის წევრები„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტებით ინტერესდებიან.


ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა დელეგაციის წევრებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობასა და საინვესტიციო მიმართულებით, ქვეყანის კონკურენტულ უპირატესობებზე.



დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გატარებული ფუნდამენტური რეფორმების წყალობით, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებსა და თანამეგობრობის წინაშე, შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იქცა რეგიონში.


ჰონგ-კონგისა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და საინვესტიციო წინადადებების დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს.


(NS)





Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...


მსგავსი სიახლეები

up