„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll კონფერენცია გაიმართა

„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll კონფერენცია გაიმართა

access_time2018-09-19 17:36:18

„საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს“ ორგანიზებით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll კონფერენცია გაიმართა და სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



კონფერენციის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გამოცდილების გაზიარებაა. სემინარზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების პერსპექტივები, საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზის პროექტში და ძიანგსის პროვინციის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.



კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტმა ჟენ კუოძინმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვლმა, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხადურელმა და კონფერენციის სხვა დელეგატებმა. კონფერენციის ფარგლებში დამსწრე კომპანიების საიმიჯო რგოლების, მათ შორის, თბილისის ზღვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ასევე, ქვეყნის ენერგეტიკის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩინური მხრიდან, კონფერენციას დაესწრნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და ათობით ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი, აგრეთვე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.



„ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ხოლო, აბრეშუმის გზის პროექტი კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივმა ღონისძიებებმა გაამართლა. „საპარტნიორო ფონდმა“ და ძიანგსის პროვინციის ხელმძღვანელობამ მოვახერხეთ, რომ დღეს მჭიდრო და პერსპექტიული კავშირები არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. უდიდესი მიღწევაა, რომ დღეს მილიარდნახევრიანი ქვეყნის ძიანგსის პროვინციაში ყველაზე დიდი ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომელიც 16 000 კვ.მ-ს მოიცავს და ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას უწევს. ამავე პროვინციის ბევრმა წარმომადგენელმა საქართველოში ბიზნესი დაიწყო და ასობით ქართველი ჰყავთ დასაქმებული”, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სპეციალურმა წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის პროექტებში, დავით საგანელიძემ.




საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განაცხადებით, ნოემბერში, ქალაქ შანხაიში ექსპორტ-იმპორტის გამოფენა მოეწყობა. ძიიენჩის თქმით, გამოფენის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იქნება.



საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენცია წელს უკვე მესამედ გაიმართა. ტრადიციას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩაუყარა. წელს სემინარის თანაორგანიზატორი ძიანგსის პროვინციის შპს „აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიაა“.



„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენების განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენცია ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი რანგის ორმხრივი სამთავრობო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.


(R)




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up