„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით ჩინეთში ქართული ნატურალური პრდუქტის ექსპორტი იზრდება

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით ჩინეთში ქართული ნატურალური პრდუქტის ექსპორტი იზრდება

access_time2018-12-03 11:10:40

საქართვლეოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ფორუმს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, 500-მდე მულტინაცინალური კომპანია და 3000-მე დელეგატი ესწრება.



ქართული დელეგაცია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან.



„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართული კომპანია ფორუმის ფარგლებში მიმდინარე გამოფენაში იღებს მონაწილეობას. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ჩაი, თხილი, ზეითუნის ზეთი, მინერალური წყლები, ქართული ვისკი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებია წარმოდგენილი.





„ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისთვის აღნიშნული ფორუმი კი აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაერთიანებულ ქვეყნებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის მთავარი მიზანი, სწორედ ერთობლივი განვითარებისთვის ახალი გზების ძიება და გამოცდილების გაზიარებაა“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.



ბიზნეს ფორუმი ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის ლიდერმა გახსნა. თავის სიტყვაში საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტრანსნაციონალური მნიშვნელობის ჰაბისა და „აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის შესახებ ისაუბრა. „საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია“, აღნიშნა ლიუ ციმ სიტყვით გამოსვლისას.



საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო მწვანე ფინანსების სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.“საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საინვესტიციო გარემო, ასევე, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. ქართულ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ლიუ ციმ მთავრობის სასახლეში მოუწყო. მხარეებმა საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების პროცესზე და სამოავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.



ქართული დელეგაციის წევრებმა ძანგსის პროვინციის სამშენებლო ინდუსტრიული ზონა, მაღალტექნოლოგიური ზონის მართვის კომიტეტი და ქართული კულტურისა და ღვინის სახლი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საექსპორტო სამკერვალო ქურთუკების წარმოების ზონის მონახულება.


(R) 





ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up