„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით ჩინეთში ქართული ნატურალური პრდუქტის ექსპორტი იზრდება

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით ჩინეთში ქართული ნატურალური პრდუქტის ექსპორტი იზრდება

access_time2018-12-03 09:47:52

საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ფორუმს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, 500-მდე მულტინაცინალური კომპანია და 3000-მე დელეგატი ესწრება.

 

ქართული დელეგაცია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 15-მდე ქართული კომპანია ფორუმის ფარგლებში მიმდინარე გამოფენაში იღებს მონაწილეობას. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ჩაი, თხილი, ზეითუნის ზეთი, მინერალური წყლები, ქართული ვისკი, ღვინო  და სხვა ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელებია წარმოდგენილი.

 

„ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებისთვის აღნიშნული ფორუმი კი აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაერთიანებულ ქვეყნებს შორის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის მთავარი მიზანი, სწორედ ერთობლივი განვითარებისთვის ახალი გზების ძიება და გამოცდილების გაზიარებაა“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბიზნეს ფორუმი ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის ლიდერმა გახსნა. თავის სიტყვაში საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ტრანსნაციონალური მნიშვნელობის ჰაბისა და „აბრეშუმის გზის“ პროექტში მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის შესახებ ისაუბრა. „საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია“, აღნიშნა ლიუ ციმ სიტყვით გამოსვლისას.

 

საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო მწვანე ფინანსების სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.“საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საინვესტიციო გარემო, ასევე, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. ქართულ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა  ლიუ ციმ მთავრობის სასახლეში მოუწყო. მხარეებმა საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების პროცესზე და სამოავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

ქართული დელეგაციის წევრებმა ძანგსის პროვინციის სამშენებლო ინდუსტრიული ზონა, მაღალტექნოლოგიური ზონის მართვის კომიტეტი და ქართული კულტურისა და ღვინის სახლი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საექსპორტო სამკერვალო ქურთუკების წარმოების ზონის მონახულება.

 

           

 






მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up