საპარტნიორო ფონდი მართლაც საჭიროებს რეფორმირებას-ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვას, რომელიც ფონდის რეფორმირების პროცესის მიმდინარეობას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრისა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს შორის შეხვედრა გუშინაც გაიმართა.
„ფონდის დაპირებული რეფორმაზე ეხლაც ვმუშაობთ , გუშინაც გვქონდა ფინანსთა მინისტრთან ბატონ დავით საგანელიძესთან, შეხვედრა. ფონდი მართლა საჭიროებს რეფორმირებას, ფონდის მდგომარეობა ეხლა არ არის სახარბიელო, ამას დაემთხვა ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი . ახლა ყველაფერს ვაკეთებთ და ველოდებით იმ ანტიკრიზისულ გრძელვადიან გეგმას, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ“-განაცხადა გახარიამ.