კომერსანტის ექსკლუზივი: „რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“  ერთადერთი ინტერესი ჩვენი საავადმყოფოს  დაქცევაა“

კომერსანტის ექსკლუზივი: „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“ ერთადერთი ინტერესი ჩვენი საავადმყოფოს დაქცევაა“

access_time2018-09-17 18:00:44

„საპარტნიორო ფონდიდან დარეკეს ტელევიზიებში, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ, “ ამის შესახებ „კომერსანტს“„რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდი“ და „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ერთმანეთს უპირისპირდება. დავის მიზეზი კი საავადმყოფოში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.


„რესპუბლიკური საავადმყოფო დაახლოებით 3-4 წელია „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზეა. თავის დროზე, ფონდმა აიღო ვალდებულება, რომ კლინიკაში უცხოურ ინვესტიციას განახორციელებდა და ამით მოახდენდა როგორც ახალი კლინიკის მშენებლობას ,ისე არსებულის რეაბილიტაციას,“-აცხადებს იმედაძე.



მისივე ინფორმაციით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“  უნდა ყოფილიყო სამედიცინო ცენტრი, სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. ეს პროექტი  აქამდე ვერ განხორციელდა.



„მას შემდეგ გავიდა 3 წელიწადი და არაფერი შეცვლილა, არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. ადგილზე მხოლოდ გაფუჭდა სიტუაცია. ჩემი პროტესტი გამოვხატე 1 თვის წინ და ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, დირექტორის თანამდებობას დავტოვებდი. ეს საკითხი კლინიკის საბჭოზე გავიდა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, კი წერილი უნდა გაგზავნილიყო პრემიერ-მინისტრთან, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან. სწორედ ამან გააღიზიანა „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი დავით საგანელიძე. ის მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ. ამის შესახებ ესემესით მაცნობეს,“-აცხადებს იმედაძე.



კითხვაზე, რა ინტერესი აქვს „საპარტნიორო ფონდს„ და რატომ არ შემოჰყავს „რესპუბლიკურ საავადმოყოფოში“ ინვესტორი, იმედაძე აღნიშნავს, რომ ფონდის ერთადერთი ინტერესი კლინიკის დაქცევაა.



„მე ვიქნები ბედნიერი, რომ ასეთი კორუმპირებულებიდან ვიქნები დევნილი და მადლობა, რომ მომიწევს ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღორძინების საქმეში. ეს ბრძოლა გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ვიცი, მთავრობის დამოკიდებულება, ის, თუ როგორ სჭირდებათ ამ კლინიკის აღორძინება. ამ საკითხის გაჟღერება კი ჩემი მათდამი დახმარებაა,“ აცხადებს იმედაძე.



„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სექტორში არსებულ კონკურნცაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს კონკურენტი კომპანიები აქტიურად ვითარდებიან.



„ევექსმა ყოფილი ლეჩკომბინატის კლინიკა გახსნა, ავერმა „მედიქლაბი“ , ინფექციური კლინიკა. ბევრი კლინიკა გაიხსნა. მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით ვუწევთ კონკურენციას.  6 მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული, 1 თეთრი არ გადმოურიცხია „საპარტნიორო ფონდს“. მისი ოფისების წყლის და დენის ფულს ჩვენ ვიხდით. ზოგიერთმა ექიმმა, რომლებსაც ლობისტები ჰყავთ, თავისი ნამუშევარი ფულით ოფისები გაიკეთეს, ნახევარი მილონი ოფისებში დახარჯეს და მათ წყლის და დენის ფულს დღემდე „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იხდის. ეს ახლა ნორმალურია? ამას ვებრძვი. მე ვერ გამაჩუმებენ. მივმართე მათ დაახლოებით 6 თვის წინ წერილით, რომ თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისთვის. არ ვამწვავებდი სიტუაციას, არ მინდოდა ეს დაპირისპირება საჯარო გამხდარიყო, თუმცა, იძულებული გავხდი. მინდოდა ცივილიზებულად მოგვარებულიყო,“-განმარტავს „რესპუბლიკური საავადმყოფოს “ დირექტორი.



იმედაძე არ გამორიცხავს იმას, რომ „საპარტნიორო ფონდს“ სხვა დირექტორის დანიშვნა უნდოდეს.



რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებას, „საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. ფონდის  განმარტებით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.


„ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდის შილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დიროქტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება.


ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფონდის მენეჯმენტი არ აპირებს სახელმწოფო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას, მათ შორის დირექტორის გადაყენებას.


კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრბლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.


„საპარტნიორო ფონდს“ აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადმოეცა.


გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა ზემოთ აღნიშნული საავადმყოფო.


სს. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიზანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, არსებული კლინიკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მქონე დონორ ორგანიზაციებთან, „კლინიკების განვითარების კომპანია“ არ ერევა მის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფოების სამედიცინო საქმიანობაში და ამ მიმართულებით მათი განვითარების პოლიტიკას არ განსაზღვრავს კომპანიის ამოცანაა პოტენციური ინვესტორების მოძიება ოპტიმალური საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით სახელწიფო და კერძო თანამშროლობის (PPP)ფორმატში.



კლინიკების განვითარების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან“-ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



როგორც ცნობილია, დღეს თბილისში სახელმწიფოს ბალანსზე 3 კლინიკაა, ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ყოფილი ინფექციური კლინიკა და ონკოლოგიური საავადმყოფო. დღეს ყველა ეს კლინიკა საპარტნიორო ფონდის ბალანსზეა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up