„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ტოკიოში იაპონურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ტოკიოში იაპონურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო

access_time2019-03-15 17:58:25


 „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ საქართველო-იაპონიიის ერთობლივ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმს იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ უმასპინძლა. ფორუმს ორი ქვეყნის მთავრობების, საფინანსო ინსტიტუტებისა და იაპონიის უმსხვილესი კომპანიების 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.


ფორუმი საქართველს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ქართული კომპანია.


„საპარტნიორო ფონდის" მხრიდან, ფორუმში მონაწილობა ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, მისმა მოადგილე გიორგი დანელიამ და ფონდის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ მიიღეს.


საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, იაპონურ ბაზარზე პოზიციონირება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის გამოყენება, ქართული პროდუქციის იაპონიის ბაზრისთვის შეთავაზება, საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კონკურენტული სავაჭრო დერეფნისა და ლიბერალური ბიზნეს გარემოს უპირატესობების გაცნობა იყო.



ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტი იასუში აკაჰოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია. ფორუმზე პრეზენტაციები გამართეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმოადგენლებმა.


საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ გამართა და აქცენტი ინვესტორებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ხელმისაწვდომიბის შესაძლებლობებზე გააკეთა. იაპონურმა მხარემ საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების, განსაკუთრებით კი საქართველოს ინოვაციური სტარტაპ პროექტებიის მიმართ გამოთქვა.


„იაპონიასთან, ჩინეთთან, კორეასთნ, სინგაპურთან და, ზოგადად, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის უკვე სერიოზული ნაბიჯები იდგმება. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი, ნიშნავს, იმას, რომ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური და სხვა მიმართულებებით ისეთი ინვესტიციები შემოვა, როგორებიც
21 საუკუნეში განსაკუთრებით საინტერესო და ნიშვნელოვანია. მართალია, აღმოსავლეთის ქვეყნებში საქართველოდან 100-მდე დასახელების პროდუქტი გადის ექსპორტზე, თუმცა, ექსპორტის ზრდისა და მსხვილ ბაზრებზე დასამკვიდრებლად წარმოების მოცულობის გაზრდაა საჭირო“, განაცხადა დავით საგანელიძემ.


„საქართველო და რეგიონული ეკონომიკის განვითარება იაპონური კომპანიებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების შესაქმნელად“-ეს იყო მთავარი განსახილველი თემა იაპონელ ბიზნესმენებთან გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრებზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საგანმანათლებლო, კულტურული, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, აქცენტები გაკეთდა ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე.


„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ გამოფენას დაესწერო. გამფენა სახელწოდებით, „საქართველო- ღვინის სამშობლოა“ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ იაპონიაში ცნობადობის გაზრდის მიზნით გაიმართა.


(R)






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც ამ დროს მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up