საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში შეხვედრა გამართა

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში შეხვედრა გამართა

access_time2016-04-13 16:14:54

საპარტნიორო ფონდის ოფიციალურმა დელეგაციამ ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციაში  (UNWTO) გამართა შეხვედრა, რომელზეც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.   


UNWTO-ის წევრი ქვეყნების ურთიერთობის აღმასრულებელ მდივანმა კარლოს ვოგლერმა  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს ორგანიზაციის მთავარ ოფისში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში საპარტნიორო ფონდის  სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.


შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი „ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენციის“ შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. საუბარი შეეხო ასევე, 2017 წელს დაგეგმილ „ევრაზიის სამთო კურორტების კონფერენციაში“ ჩართულობის საკითხს.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქათველოს, როგორც ტურისტული ბრენდის  ჩამოყალიბების პერსპექტივას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის  გაუმჯობის საკითხს. 


UNWTO-ი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს  განვითარებაში უწყობს ხელს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი.


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე  კომპანია IFEMA-ს საერთაშორისო განვითარების დირექტორთან სანტიაგო ქუიროგასთან. შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონალური ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას. მხარეებმა საქართველოში საერთშორისო კონფერენციებისა და საგამოფენო ღონისძიებებისთვის ქვეყნის პოტენციალის გამოყენების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. დეტალურად იყო განხილული რაჭის და წყალტუბოს განვითარების კონცეფციები, რომელიც ფონდის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. 


კომპანია IFEMA-ი საპარტნიორო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ საკუთარ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up