საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

access_time2016-04-13 11:17:25

საპარტნიორო ფონდის ოფიციალური დელეგაცია  მადრიდში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.  


ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღეს მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმი ჩატარდა ესპანეთის ნაციონალური ასოციაცია SERCOBE -სა და კომპანია ICEX -ის მხარდაჭერით, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნეს ფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა.


დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, სატრანზიტო პოტენციალი და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობა.   საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშილმა  ფონდის საქმიანობის შესახებ  პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმში მონაწილე აგროინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საპარტნიორო ფონდის სტრატეგია, მანდატი და ის სფეროები გააცნო, რომელშიც  პროექტებს ახორციელებს.


 

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები ფორუმში მონაწილე კომპანიების  CATRI-ს, DAYMSA-ს, TECHNOVE, GANDARIA-ს ხელმძღვანელებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს აგროინდუსტრიის სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 


საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მადრიდში საქმიანი წრეების წარმომადგენლბეთან შეხვედრებს განაგრძობს.



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up