„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

access_time2019-02-06 16:03:40

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ოფიციალურ დელეგაციაში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი შედიან. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე.



ვიზიტის მიზანი ესპანეთის ბიზნეს კომპანიებთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია და პოტენციური ინვესტორების მოზიდვაა.


„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციაური დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში „CEOE International“- ის პრეზიდენტს მარტა ბლანკო კესადას შეხვდა. „CEOE International“-ი სხვადასხვა ბიზნეს სექტორის 2 მილიონზე მეტ მსხვილ კომპანიას, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებსა და თვითდასაქმებულ მეწარმეეებს აერთიანებს. ესპანეთის დამსაქმებელთა და მრეწველთა გაერთიანება ( CEOE ) 40-ზე მეტ წელს ითვლის და რეგიონში უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენს.



„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციისთვის „CEOE International“-ში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესპანეთის 50-მდე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფონდის დელეგაციამ „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ფონდში მიმდინარე პროექტები, საქართველოს ბიზნეს კლიმატი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა B2B შეხვედრები.



ფონდის დელეგაცია მადრიდში სამხრეთ-ამერიკულ კომპანია „Research pharmaceutical“-ის გენერალურ მენეჯერს ხუან პენიალვერს შეხვდა. კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და ფარმაციის სფეროებში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.



„საპარტნიორო ფონდის“ მადრიდში ვიზიტისა და საქმიანობის შესახებ ცნობილი ესპანური მედია გამოცემა „EL PAIS“-ი დაინტერესდა. ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ გამოცემას საქართველო-ესპანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ერთობლვი პროექტების შესახებ ესაუბრა.



ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია, ასევე, მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ და იმ ბიზნეს შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილია. „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს აგრძელებს. მადრიდში დაგეგმილ შეხვედრებს ორგანიზებას ესპანეთში საქართველოს საელჩო უწევს.


(R)




9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...


მსგავსი სიახლეები

up