„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

access_time2018-07-20 17:26:31

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.



ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ჩინეთის სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფონდის (PPP FUND) საბჭოს თავმჯდომარეს ჭოუ ჩენგიუეს შეხვდა.PPP ფონდი ჩინეთის სახელმწიფოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.



შეხვედრაზე ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა პირველად PPP ფონდის საქმიანობის ისტორიაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინვესტიცია სწორედ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში განახორციელოს. საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.



ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის სტრუქტურაში არსებული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელთან ჭანგ იანთან გამართეს შეხვედრა. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ და ფონდის შვილობილი, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კვერნაძემ ასოციაციის მენეჯმენტს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პოტენციური საინვესტიციო პროექტები და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.



„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი ტელეარხის „CCTV 7“-ის ეთრში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაუწყებლობს. არხის მიწვევით, დავით საგანელიძემ „CCTV 7“-ის პირდაპირ ეთერში 2-მილიარდიან აუდიტორიას საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვეტიციო, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ასევე, ტელეკომპანიის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოიწვია და სპეციალური გადაცემის მომზადება შესთავაზა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ქართულ მეღვინეობას გაუწევს პოპულარიცაზიას.



„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაცია „China Transinfo”-ს მენეჯმენტს შეხვდა. კორპორაცია ჩინეთის ყველა სახის შიდა სატრანსპორტო საშუალებას უწევს ზედამხედველობას და უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას. აგრეთვე, ფლობს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უდიდეს მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპანიას ლოგისტიკური მიმართულებით.



ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ქალაქ შენჭენისა და გუანჭოუში.


(R) 





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up