საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

access_time2016-03-30 13:39:06

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვნელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ქალაქ შანხაიში ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება. 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ შანხაიში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პარტნიორი კომპანიის  china National Technical Import & Exsport Corporation (CNTIC) -ის  ხემძღვანელს ჩენ ძიე ჰენ-ს შეხვდა. მინის წარმოების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი  ჩინური კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს. ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმება ჩინური კორპორაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას შედგა. შანხაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მინის წარმოებასთან დაკავშირებით საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებზე იმსჯელეს. ჩინელი პარტნიორები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საქართველოში  ვიზიტს გეგმავენ. 


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ–ში იმყოფებოდა. ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ-ს მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შენგ ქიაპინგმა საქმიან სადილზე მიიწვია. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე დე ან-ი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს.  განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და კაპიტალდაბანდებისთვის მიმზიდველი სფეროები. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთში, აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს  სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციის საკითხებს უზრუნველყოფს.   



საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ოუ–ში არსებული ლოჯისტიკის ცენტრი დაათვალიერა, სადაც იმპორტირებული ქართული ღვინის დასაწყობება და შემდგომში განბაჟება ხდება. ჩინური კომპანია Yiwu Bonded Logistics Centr-ის ხელმძღვანელებმა შანგინგ ფუ-მ ფონდის წარმომადგენლებს ქართულიპროდუქციის სასაწყობე მეურნეობის ტექნიკური აღჭურვილობა და შენახვის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული ღვინის ჩინეთში აქტიურმა პოპულარიზაციამ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა.


საპარტნიორო ფონდის დელეგაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებს ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური ესწრება.



ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...


მსგავსი სიახლეები

up