საპარტნიორო ფონდის დელეგაცია „ბოაოს საერთშორისო ფორუმში“ მონაწილეობს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია „ბოაოს საერთშორისო ფორუმში“ მონაწილეობს

access_time2016-03-25 15:57:23

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობას  „ბოაოს საერთაშორისო ფორუმში“ იღებს. 


დავოსის შემდეგ, მნიშვნელობით მეორე საერთშორისო ფორუმი სახელწოდებით, „აზიის ახალი მომავალი, ახალი დინამიკა და ახალი ხედვა“  22 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დაიხურება. ბოაოს რიგით მე-16 ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ლი კექიანგ-მა გახსნა. ფორუმს  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი პირები, უმსხვილესი საერთშორისო კომპანიების დამფუძნებლები და ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან. 


„ბოაოს საერთაშორისო ფორუმის“ მონაწილეებმა მსოფლიო ეკონომიკის მდგარობის, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებების, ახალი შესაძლებლობების, ენერგოეფექტურობის, ფინანსების მართვის, სავალუტო ომისა და ახალი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ბოაოს ფორუმის ფორმატში გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები.


საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.  შეხვედრა შედგა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძესა და  ახალი ზელანდიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ამჟამად პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარესთან ჯენი შიპლეისთან. საუბარი შეეხო ახალი ზელანდიის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე  გაამახვილეს ყურადღება. 



დავით საგანელიძემ ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გამართა ჩინეთის ექსპორტ იმპორტის ბანკისა და Bank of China-ს მიერ დაფუძნებულ China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის  პრეზიდენტთან. ფონდი  საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და უახლოეს მომავალში კონკრეტული წინადადებებით  საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს.  ორმხრივი შეხვედრა შედგა ასევე, სასტუმროების მშენებელი, მფლობელი და მმართველი კომპანიის Longyu Construction Group-ის თავმჯდომარესთან  ჩანგ იუჰონგთან.  შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის სექტორის  განვითარების შესაძლებლობებს. ფონდის მენეჯმენტმა კომპანიის  წარმომადგენლებს საქართველოში,წყალტუბოსა და რაჭის რეგიონების ტურისტული პოტენციალი და საკურორტო ზონების პერსპექტივები გააცნო.


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დრექტორი ფორუმის ფარგლებში Visa Inc-ის ვიცე პრეზიდენს  ელე რიჩის, ძილინის პროვინიციის ვიცე გუბერნატორს ჯიან იუ ვეის და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.  


ფორუმის ბოლო დღეს დავით საგანელიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB ) პრეზიდენტს ჯინ ლი ქუნ-ს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას. ბანკის პრეზიდენტის ჯინ ლი ქუნ-ის განცხადებით საქართველოში სპეციალურ დელეგაციას გამოუშვებს საკითხის შესასწავლად.


ფორუმის ფარგლებში, საქართველო ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ დავით საგანელიძემ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.  მედიის წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება  საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გლობალურ მნიშვნელობაზე და  ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up