საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

access_time2016-09-23 13:30:33

საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. პროექტ „სტარტაპ საქართველოს" განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.



დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართეს ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, "ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia - EAS) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯგუფის ხელმძღვანელთან; Estonian Business Angels Network-ის მმართველ დირექტორთან და Startup Estonia-ს ლიდერთან. შეხვედრები ასევე გაიმართა KredEx-ის ევროკავშირის ფონდების და რისკების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორთან და ესტონეთის წამყვან სტარტაპ-აქსელერატორ კომპანიებთან.



მხარეებმა სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით, ესტონეთის გამოცდილებაზე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაციასა და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს. შემუშავდა სამუშაო ფორმატი გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების მიზნით. დაიგეგმა ესტონეთის მსხვილი სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიების ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორები „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულებს ტრენინგებს და სემინარებს ჩაუტარებენ. პერსპექტიულ სტარტაპებს კი უცხოელ ინვესტორებთან წარსადგენად მოამზადებენ. ესტონეთში საქმიანი ვიზიტის დროს ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ერთობლივი სტარტაპ-ფონდების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.




ესტონეთი ინოვაციების განვითარების ტემპის მიხედვით მსოფლიოში მზარდი ლიდერი გახდა, ამიტომ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები „სტარტაპ" ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების დაგეგმვის საკითხებზე გაკეთდა.




ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. შეხვედრებს საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა „სტარტაპ საქართველოს" დირექტორი ვაჟა მენაბდე და ქართველი სტარტაპ-ინვესტორი, „გლობალსელის" დამფუძნებელი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „სტარტაპ საქართველო" სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. „სტარტაპ საქართველო" ორი კომპონენტისგან შედგება. 1. მაღალტექნოლოგიური და 2. ინოვაციური. პროგრამა დაიწყო ივნისის თვეში და ხორციელდება საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან გამოვლინდა 20 გამარჯვებული, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა იქნა განხილული, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა.



 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up