საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ესტონეთში სტარტაპ ბიზნესის გამოცდილებას გაიზიარებს

საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ესტონეთში სტარტაპ ბიზნესის გამოცდილებას გაიზიარებს

access_time2016-09-20 11:28:41

საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცია ესტონეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. პროექტ „სტარტაპ საქართველოს" განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრები ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შედგება. დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა უხელმძღვანელებს.

 


საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ოფიციალრ შეხვედრებს ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს გენერალური მდივანის მოადგილესთან, "ესტონეთის წარმოების" (EnterpriseEstonia - EAS) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯგუფის ხელმძღვანელთან; EstonianBusinessAngelsNetwork"-ის მმართველ დირექტორთან და „StartupEstonia"-ს ლიდერთან გამართავს. შეხვედრები იგეგმება ასევე, „KredEx"-ის ევროკავშირის ფონდების და რისკების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორთან და აგრეთვე, ესტონეთის წამყვან სტარტაპ-აქსელერატორ კომპანიებთან.


ესტონეთი, ინოვაციების განვითარების ტემპის მიხედვით მსოფლიში მზარდი ლიდერი გახდა. საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების ესტონეთში ვიზიტი „სტარტაპ" ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების გაცნობას ისახავს მიზნად.

 



ქართული დელეგაციის წარმომადგენლები სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილებას გაიზიარებენ. ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა ასევე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაცია და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება იქნება.


ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში ქ-ნი თეა ახვლედიანი.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით "პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „სტარტაპ საქართველო" სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს,„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" ორი კომპონენტისგან შედგება. 1. მაღალტექნოლოგიური და 2. ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა.


 



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up