საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: საქართველოს "ვენჩერული" ინვესტორები აკლია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: საქართველოს "ვენჩერული" ინვესტორები აკლია

access_time2016-09-06 10:00:06

„სტარტაპ საქართველოს" ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" შედგება ორი კომპონენტისგან: მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური. პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებულს ენიჭება უფლება „სტარტაპ საქართველოსთან" გააფორმოს პარტნიორთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი დაფინანსება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონ ლარი გამოყოფო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.


რომელი სფეროებიდან შეარჩიეს გამარჯვებულები და რამდენად დიდი იყო დაინტერესდება დამწყები ბიზნესმენების მხრიდან ამ საკითხებზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა გვესაუბრა.


- რამდენი განაცხადი შემოვიდა პროგრამის ფარგლებში და რამდენად დიდი იყო დამწყები ბიზნესმების აქტიურობა?


- პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო პროგრამის წარმატება. განვითარებულ ქვეყნებში კარგა ხანია არსებობს სტარტაპების წახალისების პოლიტიკა. საქართველოს რეალობაში კი ეს არის უპრეცედენტო პროგრამა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტრიებულია ინვესტორების მოზიდვაზე, მაგრამ „ვენჩერული" ინვესტორები, ანუ ისეთი ინვესტორები ვინც სიახლეში, სტარტაპებში და სარისკო ინოვაციურ სფეროებში დებს ფულს, აკლდა და ჯერჯერობით აკლია ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ ჩვენ მთავორბის დავალებით და სწრაფი განვითარების 4 პუქტიანი გეგმის ფარგლებში გადავწყვიტეთ შევავსოთ ვაკუუმი და დავაფინანსოთ ასეთი პროექტები. 36 პროექტი შეირჩა ჩვენს კომპონენტში , 20 პროექტი შეირჩა მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში. პროგრამამ მაღალი ინტერესი გამოიწვია, 700-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული და საწყის ეტაპზე თითქმის 10%-ი დაფინანსდება.

- რომელ სფეროებს წარმოდგენენ გამარჯვებული პროექტები?


- დივერსიფირებული პორტფელი გამოგვივიდვა ძალიან. სხვადასხვა სფეროდან იყო ინტერესი. ჩვენ ვეცნობოდით სხვა ქვეყნების გამოციდლებას და იქ ძირითადი აქცენტი არის საკომუნიკაციო, ინტერნეტ და კომპიუტერულ ტექნოლიგიებზე, ჩვენთან ამ სფეროების სტარპატებთან ერთად მრავალად იყო წარმოდგენილი რეალური ეკონომიკის დარგები, სოფლის მეურნება, ინდუსტრია, საშენი მასალები. ვაკეთებთ დასკვნას, რომ თაობა ღვაწლმოსილ ასაკოვან მეცნიერებსა და ახალგაზრდა ეკონომისტებს შორის არსებობს. საინტერესო სიმბიოზი შედგა რამდენიმე სტარტაპ ჯგუფში, ადრე დაპატენტებულ გამოგონებებს მეორე სიცოცხლე შესძინეს ახალმა თანამედროვედ შესრულებულმა ბიზნეს-გეგმებმა. ესეთი რამდენიმე, პროექტი გავქვს , რომელიც სასუქებს შეეხება და ვფიქრობთ, რომ ეს ინოვაციაა არა მხოლოდ საქრათველოსთვის, არამედ გლობალურად და ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ. არის პროექტები ინოვაციურ საშენ მასალებზე. მრავლად არის კომპიუტერული ტენქოლოგიები, მობილური აპლიკაციები და სიახლეები რაც ზოგადად ახასიათებს სტარტაპებს.

- „სტარტაპ საქართველოს" მეორე ეტაპი როდის გამოცხადდება?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულ მალე ჩავატარებთ მეორე კონკურსს. ალბათ შემოდგომაზე მოხერხდება და ველოდებით ასევე მზარდ ინტერესს. წელიწადში რამდენიჯერმე ჩატარდება კონკურსი.


 



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...


მსგავსი სიახლეები

up