„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი  დირექტორი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2019-11-19 17:06:27

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში, ქ. ერევანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა. შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.


მხარეებმა სომხეთ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გარმავებაზე, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერპექტივებზე , ამ მიმართულებით ფონდის, როგორც სახელმწიფო–საფინანსო ინსტიტუტის როლზე ისაუბრეს. ასევე ხაზი გაუსვეს, ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორცილებისთვის, საქართველოს მხრიდან ევროპასთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების და სომხეთის მხრიდან სამხრეთის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მნიშვნელობას.


შეხვედრას სომხეთში საქართველოს ელჩი და ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის,“ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.


"ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. საქართველო და სომხეთი პატარა ქვეყნები არიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინერგიის არსებობა და ურთიერთობების განმტკიცება. ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და ეს შესაძლებლობები ერთობლივი, მასშტაბური ბიზნესპროექტების განსახორციელებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთი პარტნიორობით ხელს შევუწყობთ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას “ –აღნიშნა დავით საგანელიძემ.


სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ტიგრან ხაჩატურიანს შეხვდა.


სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სომხეთ –საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო –საფინანსო ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრა ორივე ქვეყნისთვის ურიერთგამოცდილებების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელოვან და სასარგებლო როლზე.


დავით საგანელიძემ ერევანში ოფიციალური ვიზიტისას საქმიანი შეხვედრა გამართა სომხეთში ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტის“ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის“ ხელმძღვანელ დავიდ ფაფაზიანთან და ასევე ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მოინახულა რამდენიმე მაშტაბური, სასაწყობე და ლოგისტიკური ცენტრი.


„კომერსანტი“




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up