„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაცია CEFC-ის პირველ პირებს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაცია CEFC-ის პირველ პირებს შეხვდა

access_time2017-09-19 12:44:27

ხუასინის ენერგეტიკულმა კორპორაცია CEFC-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს საპატიო მიღება მოუწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე შანხაიში ყველაზე მსხვილი კორპორაცია CEFC-ის მმართველ რგოლს შეხვდა.

შეხვედრაში CEFC-ის შანხაის ოფისის მმართველი წანგ ძიენ ძუნი, CEFC-ის პეკინის ოფისის გენერალური მენეჯერი, საინვესტიციო დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი, ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერი და ენერგეტიკული კორპორაციის სხვა მმართველი პირები მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ჩინეთის ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცია CEFC-ის მენეჯმენტმა პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და CEFC-ის შორის გაფორმებულ მემორანდუმზე იმსჯელეს. მემორანდუმი CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ ამოქმედებას გულისხმობს, რომელიც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. თანამშრომლობა სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ სფეროებში შედგება.

 

„საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC-თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო. მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ, რაც საბოლოოდ, ერთობლივი ფონდის შექმნით დასრულდა. ახლადშექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს.


 

CEFC-ის მმართველი გუნდი და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის ოფისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და სასაწყობე მეურნეობებით უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმდნენ. აქცენტები გაკეთდა საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების საკითხზეც. კერძოდ, საუბარი შეეხო ფოთის ეკონომიკურ ზონას, რომლის აქტიური ამუშავება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებასთან დაკავშირებით. ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცა CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. CEFC-ი ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ. ხუასინის ენერგეტიკულ კორპორაციაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე CEFC-ის მმართველი რგოლი დავით საგანელიძემ საქართველოში 27-28 ნოემბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმზე“ მოიწვია, რომლის ერთერთი ორგანიზატორი „საპარტნიორო ფონდია“.

 

შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარეს ფუ ლიხუნს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის მენეჯმენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელთან შედგა. მხარეებმა ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ზონის კონცეფციის დეტალებისა და საქართველოში ანალოგიური წარმატებული მოდელის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

 

შეგახსენებთ, სიემენში გამართულ ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

 

ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. 21 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ მსხვილ კორპორაცია SINO SURE-ს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას გულისხმობს.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up