„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქმიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქმიანი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება

access_time2018-05-16 18:50:06

 „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით იფიციალურ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას. ქართულ დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.


 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შევხედრა შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბაჰიტჟან საგინტაევთან, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძესთან ერთად,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე  ესწრებოდა.


 

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბაჰიტჟან საგინტაევმა ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოში წარმატებით განხორციელებული ყაზახური საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა „საპარტნიორო ფონდის“ როლს საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. ყაზახეთის პრემიერმა „საპარტნიორო ფონდის“, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახეთის დაკრედიტების ბიუროს შორის თანამშრომლობის მნიშნელობაზე გაამახვილა ყირადღება. როგორც ბაჰიტჟან საგინტაევმა აღნიშნა, ერთობლივი საინვესტიციო პროექტებისა და ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებები აქტიურად მუშაობენ.


 


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მაღალი დონის შეხვედრაზე მთავარი აქცენტები ტურიზმის, ტრანსპორტის, სარკინიგზო-სატრანზიტო პროექტებისა და აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაკეთდა, რომელშიც საქართველო და ყაზახეთი აქტიურად არიან ჩართულნი.


 

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორმხრივი საინვესტიციო პროექტების კიდევ უფრო განვითარებას და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებისთვის ახალი პერსპექტივების შექმნას.


 

ქართული დელეგაცია, საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მაღალი დონის შეხვედრა იგეგმება ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ასტანის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


(R)

 

 





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up