„საპარტნიორო ფონდიდან წილის გამოსყიდვაში ინვესტორის დახმარება გვჭირდება“ - სტარტაპერის გამოწვევა

„საპარტნიორო ფონდიდან წილის გამოსყიდვაში ინვესტორის დახმარება გვჭირდება“ - სტარტაპერის გამოწვევა

access_time2019-07-13 22:08:05

საპარტნიორო ფონდმა „სტრარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, 2016 წელს მობილური გიდის აპლიკაციის პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა.

 

პროექტი გულისხმობდა მობილური აპლიკაციის - „Audio Guide Georgia“ შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტს მოუსმინოს აუდიო გიდს და მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილმდებარეობების შესახებ. აპლიკაციის საშუალებით ტურისტს შეუძლია მოძრაობისას მოუსმინოს ინფორმაციას ძეგლებზე, მონუმენტებზე, ქუჩებზე, შენობებზე და ა.შ.

 

პროექტის ავტორი bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ აპლიკაცია რუსულ და ქართულ ენებზე შეიქმნა, თუმცა იმდენად სპეციფიკურ სეგმენტზე მოხდა გათვლა, რომ ნაკლები ადამიანი იყენებს.

 

„მოიხმარენ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი მეტი იყო, ვიდრე დღეს შედეგი მივიღეთ“, - აცხადებს ნიკოლოზ გეწაძე.

 


პროექტის განსახორციელებლად ჯამში 111 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც საპარტნიორო ფონდის ინვესტიცია 100 000 ლარია. ბენეფიციარს ინვესტიციის გამოსყიდვის ვადად 5 წელი აქვს, თუმცა როგორც ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, ინვესტორი სჭირდებათ, ვინც გამოსყიდვაში დაეხმარებათ.

 

გეწაძე ამბობს, რომ აპლიკაცია ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნეს, რათა ქართული ტურიზმისთვის შეეწყოთ ხელი; მისივე თქმით, ამ სერვისის საზღვრებს გარეთ გატანა ვერ მოხდება, რადგან მსგავსი აპლიკაციები თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს.

 

ცნობისთვის: „სტარტაპ საქართველოს’ პირობების თანახმად, ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს“ წილის გამოსყიდვის უპირატესი უფლება. გამოსყიდვის ფასი შეადგენს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ინვესტირებულ თანხას დამატებული წლიური 10% რთული დარიცხვის მეთოდით, ფაქტიური ვადის გათვალისწინებით.

 

 

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცდა.

 

„სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.


BMG




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up