კასპში კამბუჩას მშენებლობა იწყება

კასპში კამბუჩას მშენებლობა იწყება

access_time2020-07-07 14:03:52

„საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“და „USAID-Zrda“-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.


ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, „საპარტრნიორო ფონდის“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.


„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.


„ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და „USAID-Zrda“-ს ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. აშშ საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.



„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და „USAID/Zrda“-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არამხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ - მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.


სასმელი „კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.


„დიდი მადლობა „USAID-Zrda-ს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს, დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“-აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.


„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მინიმალური ფულადი მონაწილეობა მოეთხოვება, 90%-ს სტარტაპ-საქართველო გრძელვადიანი შეღავათიანი ინვესტიციით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“ ბენეფიციარს აღნიშნულ ჯამურ თანხას გაუორმაგებს და უსასყიდლო გრანტის სახით გადასცემს.



„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up