„საპარტნიორო ფონდი“ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების                                                                                  აუქციონს აცხადებს

„საპარტნიორო ფონდი“ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

access_time2019-12-06 21:30:25

„საპარტნიორო ფონდი“ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს. აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


სს „ვანრიკ აგრო“ 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხსენებული აუქციონი გამოცხადდა ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის გასხვისებაზე. აუქციონში გამარჯვებული პირისთვის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სს „ვანრიკ აგროს“ აქტივების შეძენის დაფინანსების საშუალებას. აუქციონის საწყისი თანხა შეადგენს 12 მლნ ლარს, რომლის გადახდის პირობები მოცემულია ხელშეკრულების პროექტში და ის გადაეცემა დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, აუქციონის საჯარო განცხადებაში არსებული წესის შესაბამისად. აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო ფასის გადახდა, ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებულია 7 წელზე.


საჯარო აუქციონი გაიმართება 2019 წლის 26 დეკემბერს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში.



აუქციონის შესახებ ეცნობებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საელჩოებს, ბიზნეს ასოციაციებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up