„საპარტნიორო ფონდი“ - მთავრობის წარუმატებელი პროექტი

„საპარტნიორო ფონდი“ - მთავრობის წარუმატებელი პროექტი

access_time2020-08-18 13:10:41

მთავრობამ „საპარტნიორო ფონდისთვის“ კიდევ ვერ მოიცალა. ზარალიანი ფონდის რეფორმაზე საუბარი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.


მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მოსვლის დღიდან დიდ იმედებს ამყარებდა „საპარტნიორო ფონდზე“, საბოლოოდ მაინც მის არაეფექტურობაზე ალაპარაკდნენ. ერთი წლის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია კი ამბობდა, რომ მისი მინისტრობისას შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ წლების განმავლობაში ფონდი არაეფექტიანად იმართება და ბევრი გადაწყვეტილება პოლიტიკური კუთხით მიიღება.


„საპარტნიორო ფონდის“ მდგომარეობას არასახარბიელოდ მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. სწორედ ასე უპასუხა მან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის კითხვას, რომელიც ფონდის რეფორმირების პროცესის მიმდინარეობას შეეხებოდა. ლევან კობერიძე ერთ-ერთია იმათგან ვინც „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებას „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებად, ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორად და პოლიტიკური კორუფციის კერად მიიჩნევს.


„ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად ვსვამ კითხვებს და ვაყენებ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საპარტნიორო ფონდში არათუ რეორგანიზაციაა საჭირო, არამედ უნდა გამოიკვეთოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ არა კერძო საინვესტიციო ფონდზე, არამედ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდზე და შესაბამისად, იგი ვერ ახერხებს მისი მთავარი ამოცანის  - ეკონომიკის ზრდის დაჩქარების განხორციელებას. ამ ყოველივეს ნაცვლად, რამდენიმე წლის განმავლობაში მას უკვე ორ მილიარდამდე ზარალი აქვს. მიუხედავად ამისა, დღემდე არ დამდგარა არცერთი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.


ვერ ვხედავთ რეფორმირების ვერანაირ შედეგს. ამ ფონდის საქმიანობა კონტრპოდუქტიულია. სავალუტო ფონდმა მოითხოვა, რომ მან ნებისმიერი ახალი პროექტი შეაჩეროს. პარტნიორი საერთაშორისო ინსტიტუტები ხედავენ, რომ მათი მხრიდან, ქვეყნის ეკონომიკური დახმარების მიზნით გაღებული თანხები რეალურად, იფლანგება ან არამიზნობრივად და არაპროფესიონალურად ხდება ინვესტირება.



გარდა ამისა, ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ფონდში იმყოფებოდა. მაშინ დავსვი კითხვა, თუ რა სტატუსით და მისიით იმყოფებოდა ის იქ, რა იყო შეხვედრის შინაარსი, რატომ ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ამ შეხვედრას და არა პრემიერ-მინისტრი. როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხვდება სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს, ფორმატი აბსოლუტურად გაუგებარია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს შეხვედრა კითხვის ნიშნებს გააჩენდა. საპარტნიორო ფონდი უკვე გადაქცეულია პრაქტიკულად ხელისუფლების კონიუნქტურასთან ლოიალურად განწყობილ, ან მასზე დაქვემდებარებულ, ან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ჯგუფებისთვის იაფი ფულადი რესურსის და პროექტების თანადაფინანსების წყაროდ. შესაძლებელია, რომ სწორედ საპარტნიორო ფონდიდან არარენტაბელურ პროექტებში ხდება სახელმწიფო თანხების ინვესტირება. ჩემი აზრით, ეს არის ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც დასჭირდება გამოძიება ხელისუფლების ცვლილებისთანავე.


გარდა ამისა, გაჩნდა აზრის, რომ შეცვლილიყო დაფინანსების მექანიზმი და მიბმულიყო ის სახელმწიფო ბიუჯეტს. ნამდვილად მიუღებელია ამგვარი მიდგომა, თუნდაც ერთჯერადად. შესაძლებელია გამოვძებნოთ სხვა მოდელები. არამგონია, ჩვენი პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით დადებითი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მითუმეტეს ასეთი უნდობლობის პირობებში, ეს მოდელი კორუფციული გარიგებების მიზეზად იქცევა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.


რეფორმირების ეტაპზე მყოფი ფონდის გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, მათ შორის, ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა მის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის პარალელურად კი ამ ეტაპზე „საპარტნიორო ფონდს“ ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს.


„საპარტნიორო ფონდი“ საჯარო აუქციონზე თავის საკუთრებაში მყოფი არაერთი კომპანიის აქციებს უკვე ჰყიდის. ბოლოს „საპარტნიორო ფონდმა“ თელასისაქციების გასხვისების გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულების საფუძველზე მიიღო. ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ ფონდმა სახელმწიფო ელექტროსისტემა და ესკო ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. რამდენიმე თვეა ორგანიზაცია ასევე სასტუმრო ბორჯომი-ლიკანს ჰყიდის. ეს მხოლოდ ობიექტების ნაწილია რომლის გაყიდვას ან გასხვისებას „საპარტნიორო ფონდი“ ახორციელებს.


რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, „საპარტნიორო ფონდი“ რომელიც არაერთი ზარალიანი სახელმწიფო საწარმოს აქციას ფლობს და ყოველწლიურად მისი წამგებიანობა ხელისუფლებისთვისაც კი აღნიშვნის ობიექტი ხდება, შესაძლოა, რეფორმირების შემდეგ საბოლოოდ მაინც საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ ის ფონდის დაფინანსების არსებული მოდელის შენარჩუნებას არ უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.


„საპარტნიორო ფონდის“ არაეფექტიანობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამახვილებდნენ ყურადღებას. რამდენიმე თვის წინ Fitch Ratings-მა გადაწყვიტა „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგი აღარ მიანიჭოს. როგორც სარეიტინგო კომპანიაში აცხადებდნენ, რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.


სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე შექმნილი „საპარტნიორო ფონდი“, რომელზეც მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა, ზარალის და აქტივების გაყიდვის მიუხედავად  შესაძლოა მაინც ბიუჯეტზე მიბმული აღმოჩნდეს. მისმა ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ კი შესაძლოა საქართველოს რკინიგზა ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თუმცა, როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, ეს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯი იქნება, რადგან როდესაც დავით საგანელიძის ხელმძღვანელობის დროს საპარტნიორო ფონდი კატასტროფულ ზარალზე გადიოდა, იმის ნაცვლად რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას, რკინიგზის მმართველად გადაყვანის შესაძლებლობა განიხილება.


„კომერსანტი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up