საპარტნიორო ფონდი: გავრცელებული ინფორმაცია ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს

საპარტნიორო ფონდი: გავრცელებული ინფორმაცია ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს

access_time2018-09-17 18:13:53

 "რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე უპირისპირდება, რომელსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს განადგურება სურს,  „საპარტნიორო ფონდმა“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. 

(ავთანდილ იმედაძემ კომერსანტთან დაპირისპირების მიზეზები ექსკლუზიურად ისაუბრა კომერსანტის ექსკლუზივი: „რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“ ერთადერთი ინტერესი ჩვენი საავადმყოფოს დაქცევაა“)


კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


 საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ 2017 წელს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად "აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფინანსური მდგომარეობის საბოლოო შეფასების მომზადება შეუძლებელი გახდა. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევები და არასწორი მენეჯმენტი დასახელდა.


ამავდროულად, „საპარტნიორო ფონდის შილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწრებლად და შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ამ დროისთვის კლინიკის დიროქტორის მიერ არ ხდება ქმედითი ღონისძიებების გატარება.


ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფონდის მენეჯმენტი არ აპირებს სახელმწოფო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას, მათ შორის დირექტორის გადაყენებას.


კლინიკაში არსებული მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრბლემების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დღეს კლინიკის თანამშრომლებს პირადად გააცნო.


„საპარტნიორო ფონდს“ "აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადმოეცა.


გასულ წელს სს. „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა ზემოთ აღნიშნული საავადმყოფო.


სს. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიზანია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, არსებული კლინიკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან და ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მქონე დონორ ორგანიზაციებთან, „კლინიკების განვითარების კომპანია“ არ ერევა მის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფოების სამედიცინო საქმიანობაში და ამ მიმართულებით მათი განვითარების პოლიტიკას არ განსაზღვრავს კომპანიის ამოცანაა პოტენციური ინვესტორების მოძიება ოპტიმალური საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით სახელწიფო და კერძო თანამშროლობის (PPP)ფორმატში.


კლინიკების განვითარების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან.







5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up