„ახალ პროექტებს ვერ ვაფინანსებთ, თუმცა განვიხილავთ“ - რა მოლოდინი აქვს რეფორმირების პროცესში მყოფ ზარალიან საპარტნიორო ფონდს

„ახალ პროექტებს ვერ ვაფინანსებთ, თუმცა განვიხილავთ“ - რა მოლოდინი აქვს რეფორმირების პროცესში მყოფ ზარალიან საპარტნიორო ფონდს

access_time2020-10-12 11:00:03

მიუხედავად იმისა, რომ საპარტნიორო ფონდს თითქმის 2 წელიწადია შეზღუდული აქვს ახალ საინვესტიციო პროექტებში დაფინანსებით შესვლა, მის არაეფექტიანობაზე წლებია საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი - ფონდში სერიოზული გეგმები აქვთ და ახალი პროექტების განხილვის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.


„ახალ პროექტებს ვერ ვაფინანსებთ, რადგან რეფორმირების რეჟიმში ვართ, თუმცა პროექტების განხილვა ხდება.


რა თქმა უნდა გვსურს, რომ რაც  შეიძლება მალე დასრულდეს ეს ეტაპი და ფონდი გაორმაგებული ძალით დაუბრუნდეს თავის წარმატებულ საინვესტიციო  საქმიანობას.  ფონდის საინვესტიციო საქმიანობა წარმატებული იყო და პორტფელი ყოველთვის მომგებიანი, ფონდის  მიერ ინვესტირებულმა ერთმა დოლარმა ქვეყანაში შვიდი მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიტანა,“ - აცხადებს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვარიანი.


რეფორმირების ეტაპზე მყოფ ფონდში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, მათ შორის, ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს პროცესი მის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ.

ბოლო თვეებია „საპარტნიორო ფონდი“ საჯარო აუქციონზე თავის საკუთრებაში მყოფი არაერთი კომპანიის აქტივებს ჰყიდის. „საპარტნიორო ფონდმა“ „თელასის“ აქციების გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ ფონდმა სახელმწიფო ელექტროსისტემა და „ესკო“ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. რამდენიმე თვეა ორგანიზაცია ასევე სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ ჰყიდის. ეს მხოლოდ ობიექტების ნაწილია რომლის გაყიდვას ან გასხვისებას „საპარტნიორო ფონდი“ ახორციელებს.


„პანდემიამ ერთადერთ პროექტზე, რომელიც არის ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო, რა თქმა უნდა იქონია გავლენა, რადგან ისევე  როგორც ყველა ტურისტულ  ობიექტს, ბორჯომი-ლიკანსაც ვიზიტორები შეუმცირდა და ამან იმოქმედა.



სერიოზული გეგმები გვაქვს ფონდს და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ წვლილს  შევიტანთ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში. ახალ  პროექტებზე საუბრისგან თავს  შევიკავებ, რადგან ჯერ დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ რეჟიმს,  წინასწარ დაუმტკიცებელ პროექტებზე ვერ ვისაუბრებთ.

 

ფონდში ადგილობრივი ბიზნესმენებისგანაც ძალიან  დიდი იყო დაინტერესება და საერთაშორისო პარტნიორებისგანაც.  საერთაშორისო  პარტნიორებისთვის  ფონდი  სანდრო პარტნიორად აღიქმება და უფრო  თამამად  დგამენ  ნაბიჯებს  ინვესტიციების  განხორციელებისთვის ქვეყანაში.  ისინი თვლიან, რომ  სახელმწიფო ფონდი როცა მათი  პარტნიორია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - აღნიშნავენ ფონდში.


მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მოსვლის დღიდან დიდ იმედებს ამყარებდა „საპარტნიორო ფონდზე“, საბოლოოდ მაინც მის არაეფექტურობაზე ალაპარაკდნენ. ერთი წლის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია კი ამბობდა, რომ მისი მინისტრობისას შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ წლების განმავლობაში ფონდი არაეფექტიანად იმართება და ბევრი გადაწყვეტილება პოლიტიკური კუთხით მიიღება.


„საპარტნიორო ფონდის“ მდგომარეობას არასახარბიელოდ მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. სწორედ ასე უპასუხა მან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის კითხვას, რომელიც ფონდის რეფორმირების პროცესის მიმდინარეობას შეეხებოდა. ლევან კობერიძე ერთ-ერთია იმათგან ვინც „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებას „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებად, ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორად და პოლიტიკური კორუფციის კერად მიიჩნევს.


„აუქციონზე  გამოვიტანეთ ბორჯომი-ლიკანი, ფონდი არ შედის მის მიერ  დაფინანსებული პროექტების მართვაში, საკონტროლო პაკეტს პარტნიორი ფლობს და ის მართავს ამ ბიზნესებს, ჩვენი ფუნქცია არის იმის მონიტორინგი, თუ რამდენად სწორად  იხარჯება ეს თანხა.

მოცვის შემთხვევაში, როცა მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ ის ძველი პარტნიორი ფონდისთვის მისაღები არ იყო , ამიტომ გამოვიტანეთ აუქციონზე და ახლა ჰყავს ახალი ინვესტორი, რომელიც  გეგმავს  9 მილიონი დოლარის  ინვესტირებას.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოცვის შემთხვევაში, რადგან ბიოლოგიური აქტივია, მაქსიმალური გააკეთა ფონდმა, რომ ბიოლოგიურ აქტივს  არ  შექმნოდა არანაირი  საფრთხე და მოგვეძია  ახალი ეფექტური  ინვესტორი, რომელიც სერიოზული  გეგმებით  შევიდა კომპანიაში და ბევრ  სასიკეთო საქმეს  გააკეთებს,“


 „საპარტნიორო ფონდის“ არაეფექტიანობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამახვილებდნენ ყურადღებას. Fitch Ratings-მა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგი აღარ მიანიჭოს. როგორც სარეიტინგო კომპანიაში აცხადებდნენ, რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up