„საპარტნიორო ფონდი

„საპარტნიორო ფონდი"- ეკატერინე ტიკარაძის განცხადება ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია

access_time2020-02-03 19:01:44

სს „საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხება ახალი ჰოლდინგის შექმნას და ამ ჰოლდინგში „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული 3 კლინიკის: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოსა“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემის საკითხს. 

 

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მინისტრ ტიკარაძის მიერ გაჟღერდა გაცხადება იმის შესახებ, რომ  თითქოს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ წლების მანძილზე ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძიება, რისი შედეგიცაა კლინიკებში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა. გასაკვირია, რომ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სამინისტრო სრულად იყო ჩართული საინვესტიციო პირობების შემუშავების პროცესში, მეტიც, მათი შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და სამინისტრო დეტალურად იყო ინფორმირებული „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯანდაცვის მინისტრად ქ-ნი ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა და პოტენციურ ინვესტორთან ურთიერთობაც ფონდმა ამის შემდეგ შეწყვიტა. 

 

ჩვენი აზრით, მთავარი პრობლება მდგომარეობს  იმაში, რომ  მინისტრს აქვს  რადიკალურად განსხვავებული ხედვა სახელმწიფო კლინიკების შემდგომი ფუნქციონირების მიმართულებით. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ   აღნიშნული კლინიკები უნდა დარჩეს  სახელმწიფო  მართვაში, რადგან „სახელმწიფოს დიდი ხანია ესაჭიროება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები, რომლებიც უფრო კარგად უზრუნველჰყოფენ სერვისების მიწოდებას.“

 

აღნიშნული ეწინააღმდეგება ფონდის სტრატეგიას, მოეძიებინა კერძო  სტრატეგიული კვალიფიციური ინვესტორი, რომელიც მოახდენდა კლინიკების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ეფექტურ მართვას, დანერგავდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და გადაამზადებდა თანამშრომლებს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საპარტნიორო ფონდი“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორიმერებას იმის შესახებ, თუ როდის და რა მიზნით გადმოეცა ფონდს აღნიშნული კლინიკები.

 

კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ჯანდაცვის სამინისტრო) ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 თებერვლის #98 განკარგულების საფუძველზე, კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ფონდმა გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ საკონსულტაციო კომპანიასთან.


 

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული მითითებული კვლევის პროცესში და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის #1588 განკარგულების შესაბამისად, ინვესტორის შესარჩევად ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარდა ორეტაპიანი საერთაშორისო კონკურსი, მითითებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პროცედურების უზრუნველსაყოფად დაქირავებულ იქნა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული საკონსულტაციო კომპანია.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის #2859 განკარგულების საფუძველზე, ფონდს დაევალა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა, ხოლო 2 მილიონამდე აშშ დოლარი ფონდმა გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად დახარჯა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი (კვლევები, დაგეგმვა, კონკურსის ორგანიზება და ა.შ.) წარიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების შეასაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეწყდა ინვესტორთან მოლაპარაკებები, ვინაიდან ინვესტორის მოთხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა უწყებისთვის. შესაბამისად, ფონდის მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები, რომელებიც 2017 წელს მფლობელობაში გადაეცა ფონდის შვილობილ კომპანია „კლინიკების განვითარების კომპანიას“.

 

ამ პერიოდის განმვალობაში „საპარტნიორო ფონდი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად აგრძელებდა მუშაობას კერძო ინვესტორის მოძიებაზე და კლინიკების სტრატეგიული განვითარების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში გამოცდილ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან.

 

შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში დასრულდა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან (Steward Health Care International limited) და შედეგად გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი კომპანიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის.

 

 მხარეთა მოლაპარაკების მიხედვით, ინვესტორი აიღებდა ვალდებულებას არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე JCI სტანდარტის მრავალპროფილური კლინიკის მოწყობაზე, მასში ინტეგრირებული ბავშვთა და ონკოლოგიური საავადმყოფოებით; გამოთავისუფლებულ შენობებში კი ინვესტორი მზად იყო თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყო. ასევე, მხარეთა შეთანხმდებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გარდა სამედიცინო მომსახურებისა განვითარებისა, იგეგმებოდა  მძლავრი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის შექმნა. ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა უარი განაცხადა ინვესტორთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებაზე და წარადგინა წინადადება აუქციონის ჩატარებაზე, რაც მოგვცემდა შესაძლებლობას „სტუარდის“ მსგავსი კომპანიებიც ჩართულნი ყოფილიყვნენ პროცესში და დაინტერესების შემთხვევაში, მათაც შესძლებოდათ წინადადების წარმოდგენა.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ ჯანდაცვის სისტემისა და კლინიკების განვითარების სტრატეგია ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს, „საპარტნიორო ფონდს“ დავალებული ჰქონდა მხოლოდ ინვესტიციების მოძიება, რაც წარმატებულად შეასრულა. კვლავ ვუსვამთ ხაზს ზემოხსენებულს, რომ ორივე ინვესტორის და მათ შორის „Steward Health Care International limited“-ის წინადადება ცნობილი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ორივეჯერ სამინისტროს მიერ უარი ითქვა ინვესტორის შემოყვანაზე.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადება ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია.



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up