“საპარტნიორო ფონდი” და OPIC სტარტაპების დაფინანსებაზე იმუშავებენ

“საპარტნიორო ფონდი” და OPIC სტარტაპების დაფინანსებაზე იმუშავებენ

person access_time2016-04-27 14:11:13

“საპარტნიორო ფონდი” და OPIC სტარტაპების დაფინანსებაზე იმუშავებენ. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ ეს იქნება ფონდი, სადაც როგორც OPIC გააკეთებს კონტრიბუციას, ასევე” საპარტნიორო ფონდიც.” 


ამ თემაზე „ბიზნესკონტაქტს“ ინტერვიუ მისცა “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ:


 - როდიდან უნდა ელოდოს დაინტერსებული პირი ამ პროექტის განხორციელებას და კონცეფციურად როგორ გამოიყურება მონახაზი? 


- ალბათ ნაკლებადაა ინფორმირებული საზოგადოება, რომ გუშინ ვაშინგტონში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის OPIC-ის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა OPIC-სა და „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, იმიტომ რომ OPIC არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მთავარი მთავრობის საფინანსო ინსტიტუტი. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესის განვითარებისთვის. OPIC პირველი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, რომელიც საქართველოში შემოვიდა და საქართველოს ფინანსურად გაუწია დახმარება. ასევე ძალიან დიდი როლი აკისრია ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და OPIC-ის ყველა პროგრამა მოიცავს მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან კრიტერიუმებს გარემოს დაცვის, სოციალური დაცვის თვალსაზრისით და ამ პროექტების საშუალებით ახდენს ქვეყნების სტანდარტების იმ დონეზე მომზადებას, რა დონეზეც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის განვითარებული ქვეყნები არიან. ანალოგიური ხელშეკრულება OPIC-ს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან აქვს, მეორე არის „საპარტნიორო ფონდი“ და ხელშეკრულება გულისხმობს ზუსტად იმას, რომ გრძელვადიან ფარგლებში მოხდეს „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად პროექტების შერჩევა და შემდეგ ერთობლივად დაფინანსება. 


-არის თუ არა განსაზღვრული პრიორიტეტები? 



-ამ ეტაპზე პრიორიტეტები განსაზღვრული არ არის, იმიტომ რომ პრიორიტეტები შეიძლება ზოგადად მოიცავდეს ინდუსტრიას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმის სფეროს, მაგრამ ამ შემთხვევაში მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საერთაშორისო სტანდარტები ბიზნესში იყოს დაცული. დღეს სამი პროექტი გვაქვს, რომელსაც OPIC-თან ერთად ვიხილავთ. ერთია სასტუმრო „რედისონი“-ს პროექტი წინანდალში, მეორე არის ერთ-ერთი ამერიკული კლინიკა, რომლის მშენებლობა თბილისში ცოტა ხანში დაიწყება და მესამეა ძალიან საინტერესო საფინანსო ფონდის „გაზელის“ შესახებ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას დაიწყებს და ამაში ჩვენს მივიღებთ მონაწილეობას. 


-ამ ყველაფრის ფორმირება „საპარტნიორო ფონდის“ ქოლგის ქვეშ მოხდება?


 - დიახ, რაზეც ვისაუბრე, „საპარტნიორო ფონდს“ ეხება. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა იმ ნაბიჯებმა, რაც ზოგადად საინვესტიციო გარემოს შეეხება და მოკრძალებით ვიტყვი „საპარტნიორო ფონდის“ სერიოზულმა აქტიურობამ ალბათ განაპირობა OPIC-ის ასეთი დაინტერესება საქართველოსთან მიმართებაში და მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ეკონომიკისთვის და ბიზნესის წახალისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. რაც ყველაზე მთავარია, სხვა უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისთვის შესანიშნავი მაგალითი, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც OPIC ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს. 


- განსაკუთრებული აქცენტი იქნება თუ არა გადატანილი მაგალითად ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების ფორმირებაზე? 


- ძირითადად ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. არა უფრო ექსპორტზე, არამედ იმპორტის ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის დაახლოებით იგივეა, იმპორტის შემთხვევაში თუ ჩვენ შეგვიძლია ჩანაცვლებადი წარმოებები განვავითაროთ, იგივეს ნიშნავს, რომ დავზოგოთ თანხები, რომლებიც ქვეყნიდან გადის გარეთ. 


ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ ახორციელებს OPIC“-თან ერთად, თუმცა ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა წინანდლის „რედისონი“, ასევე ამერიკული კლინიკა და საფინანსო ფონდი, რომელიც სტარტაპებს დააფინანსებს. 


– ეკონომიკის სამინისტროს, „საპარტნიორო ფონდისა“ და „ტექნო პარკის“ ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით 30-35 მილიონი ლარი არის აკუმულირებული, თუ კორექტირდა ეს ციფრი? 


- OPIC ზოგადად მიიღებს მონაწილეობას „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებში, სტარტაპების თემა ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის განხორციელებაც „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა ასევე „ტექნო პარკთან“ ერთად. საუბარია 10 მილიონზე, რომელიც იქნება „საპარტნიორო ფონდიდან“, 1 მილიონი „ტექნო პარკიდან“. ინოვაციურ ნაწილში უფრო „ტექნო პარკი“ მიიღებს მონაწილეობას ჩვენთან ერთად. პირველ ეტაპზე, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ განაცხადების მიღებას და ის სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჩვენთან, მოახდენს მათ გადახალისებას. შემდგომ მოხდება უკვე დეტალურად პროექტების განხილვა, დახვეწა და დამუშავება. ხოლო სექტემბრიდან დაიწყება პირველი თანხების გაცემა.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up