საპარტნიორო ფონდი ჩინეთში სწავლის მსურველებს კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს

საპარტნიორო ფონდი ჩინეთში სწავლის მსურველებს კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს

access_time2016-05-05 15:02:20

საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის თანამშრომლობის საფუძველზე წარჩინებული ქართველი სტუდენტისთვის ოთხწლიანი სამაგისტრო გრანტი გამოიყო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 2015 წლიდან საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველია.


„სინძიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი“ 1995 წელს იუნესკოს (UNESCO) ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტების სიაში შევიდა. საპარტნიორო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე სინძიანის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში შერჩეული კანდიდატის სამაგისტრო პროგრამის სრულად დაფინანსებაზე.


წარჩინებულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სინძიანის უნივერსიტეტის რეგიონალური ეკონომიკის, ან საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი მიიღოს.


სინძიანის უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს სტუდენტის სრულ დაფინანსებას, რეგისტრაციის ხარჯებს, სასწავლო გადასახადის თანხას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასა და განთავსებისთვის საჭირო ერთჯერად ფულად დახმარებას. ასევე, სამედიცინო დაზღვევას. სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 3.000 იუენის ოდენობით (500$-მდე).



ქართული საფინანსო ინსტიტუტებიდან ერთერთი კანდიდატი კი პეკინის „ცინხუას უნივერსიტეტში“ კვალიფიკაციის ამაღლებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის რეკომენდაციით შეძლებს. სტაჟირების შეთავაზება საპარტნიორო ფონდმა ჰონგ-კონგური პარტნიორი კომპანია „ორიენტალ პატრონისგან“ მიიღო. 


კანდიდატის სრულ დაფინანსებას ჩინური მხარე უზრუნველყოფს.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლის მსურველისთვის აუცილებელია:


• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;


• ბაკალავრის ხარისხი, ან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ცნობა;


• კანდიდატის ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია 35 წლამდე.



გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...


მსგავსი სიახლეები

up