საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია

access_time2020-07-01 10:55:47

„ბიუჯეტით რომ ფინანსდება ზარალიანი კომპანიის აღდგენა, ეს არის კომუნისტური, საბჭოური მენტალიტეტი. კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის ზარალი მოაქვს უნდა გაიყიდოს ნებისმიერ ფასად და არ არის აუცილებელი შეიქმნას  ორგანიზაცია იმისთვის, რომ მკვდარი გააცოცხლოს“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების  ერთ-ერთ შესაძლო  წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას.


„არ ვიცი რას ნიშნავს საპარტნიორო ფონდი, საიდან წარმოიშვა ეს სიტყვა? სახელიდან გამომდინარე საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს. ზარალიანი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია ყველა უნდა გაიყიდოს, ბიუჯეტიდან აღდგენილი კომპანიების გაყიდვა კი შეცდომაა. თუ არის ზარალიანი კომპანია, ის ნებისმიერ ფასად უნდა გაიყიდოს, რომ სახელმწიფომ ზარალი არ ნახოს. კომპანიების აღორძინების ბიუჯეტიდან დაფინანსება სახელმწიფოს მოვალეობა არ არის. სიტყვა საპარტნიორო ფონდი ნიშნავს, რომ უნდა ჰყავდეს პარტნიორები, თუ სახელმწიფოა მაგის პარტნიორი ე.ი. სახელმწიფო რაღაცას თვითონ ვერ უძღვება, ქმნის სტრუქტურას რომელმაც მისი ვალდებულება თავის თავზე უნდა აიღოს, ამიტომ სახელმწიფომ უნდა თქვას რომ ამ ზარალიან კომპანიებს ვერ ვუძღვებით და ვქმნით რაღაც ორგანიზაციას, რომელმაც ისინი ფეხზე უნდა დააყენოს. სახელმწიფოს არ აქვს ის ფული, რომ  ზარალიანი კომპანიები ააღორძინოს, ისინი უნდა გაიყიდოს ნებისმიერ ფასად, თუ მყიდველი არ ჰყავს სიმბოლურ ფასად მაინც უნდა გასხვისდეს, რადგან საბოლოოდ ეს დიდ შედეგს მოიტანს. ხანდახან სახელმწიფო როცა რაღაცას ჰყიდის, ისეთ დიდ ფასს ადებს, რომ საწყისშივე ჩანს რომ ის არ გაიყიდება. ასეთი ფილოსოფია უნდა ჩაიდოს, რომ რაღაცას როცა 1 ლარად ვყიდით, ამან 1 წელიწადში 1 მლნ. უნდა მოიტანოს, ჩვენ კი ახლა ვყიდით 10 მლნ-ად, რომ მომავალ წელს 1 ლარი ავიღოთ ანუ პირიქით ვაკეთებთ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


ბიზნესმენმა საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მოძიების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ორგანიზაცია დაფინანსების წყაროს ეძებს ეს უკვე შეცდომაა.



„თუ საპარტნიორო ფონდი დაფინანსების წყაროს ეძებს, ეს უკვე შეცდომაა, რადგან არ შეიძლება დაფინანსებას ორგანიზაცია ეძებდეს. ამ ღარიბ ქვეყანაში როგორ შეიძლება ვინმე დაფინანსების წყაროს ეძებდეს, დაფინანსების ერთადერთი წყარო არის  ბანკები, ფონდები და უცხოური ფინანსების მოზიდვა. სახელმწიფომ ზედმეტი ტვირთი უნდა მოიშოროს, როგორც ფინანსური, ისე მართვის მხრივ ანუ უნდა მოიშოროს ხარჯი, ეს უკვე მოგებას ნიშნავს. თუმცა ხანდახან ისეთ ფასად იყიდება სახელმწიფო ქონება, რომ მსურველი არავინაა“, - განმარტა თემურ ჭყონიამ.


შეგახსენებთ, რომ „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ განაცხადა, რომ ფონდში რეფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფონდის დაფინანსების წყაროა. დანელიას თქმით, ფონდის დაფინანსების შესაძლო ერთ-ერთ წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება.


აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირების ეტაპზე იმყოფება, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ.


ნინო თამაზაშვილი 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up