საპარტნიორო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებას პასუხობს

საპარტნიორო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებას პასუხობს

access_time2016-08-26 10:43:13

საპარტნიორო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" შეფასებებს პასუხობს.


ფონდის მიერ გავცრელებულ  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"საპარტნიორო ფონდი იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" დადებით შეფასებას საპარტნიორო ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების თაობაზე.

 

ჩვენ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „საპარტნიორო ფონდის” მიერ  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს”- ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში. თუმცა, კვლევაში გამოთქმულია ასევე, საპარტნიორო ფონდის სამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, რომლებსაც არ ვიზიარებთ, თუმცა საზოგადოებისთვის განვმარტავთ;


საპარტნიორო ფონდისა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არცერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისიმერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს რუსთაველი ფროფერტი, რომელიც ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიას ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი აქვს. ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არაა. შეგახსენებთ, რომ კანონი არა თუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანისთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს.



დასკვნაში გაჟღერდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელი. საპარტნიორო ფონდმა გადაამოწმა ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის გიგანტი კომპანია ელბიტ სისტემსის შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად ჩვენთვის გაუგებარია რა კავშირი შეიძლება ქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან მიმართებაში საპარტნიორო ფონდთან რა კავშირზეა საუბარი კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები, შესაბამისად ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებერია.


რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა განთავსებული. საპარტნიორო ფონდი განმარტავს, რომ ფონდის ვებგვერდზე ბიზნესის კომერციული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით სრული და დეტალური ინფორმიაცია იძებნება. მომართვის შემთხვევაში საპარტნიორო ფონდი ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. მზად ვართ ნებისმირი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით.


რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას. საპარტნიორო ფონდი განმარტავს,რომ ერთობლივ კომპანიებში იგი როგორც წესი მინორიტარული წილით არის წარმოდგენილი ( როგორც წესი საპარტნიორო ფონდი არ ფლობს საკონტროლო პაკეტს ერთობლივ კომპანიებში) შესაბამისად აღნიშნული კომპანიები არ არიან ვალდებულები შესყიდვების დროს იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების კანონის წესებით. თუმცა ფონდი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს შესყიდვების მაქსიმალურ გამჭირვალობას იქნება ეს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, ფასთა გამოკითხვა, ღია და დახურული ტენდერები თუ სხვა.


დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩზე, საპარტნიორო ფონდს არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ „ჰუმანით ჯორჯიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინიციატივა, სწორედ ალექსანდრე მაშკევიჩს ეკუთვნის. პროექტის დაანონსების დღიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ბაზრის დივერსიფიკაციის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანრე მაშკევიჩი ჩართულია პროექტში და ის აგრძელებს თანამშრომლობას.


რაც შეეხება ბ-ნი უჩა მამაცაშვილის საქმიანობას საპარტნიორო ფონდში, განვმარტავთ, რომ უჩა მამაცაშვილი ფონდში არ მუშაობს.

 

„ჩვენთვის საამაყოა, რომ იმ ფონდის საქმიანობაში რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვეს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას“- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.



„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up