საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

access_time2021-08-23 11:40:00

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა იყო ის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეტწილად დაბალი სტანდარტით აფასებდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებს“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.


„ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხრიდან ოზურგეთში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება.


კერძოდ, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი.


საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრებას.


ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, ხაზს ვუსვამ, კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან, რომელიც არ ხვდება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში. შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი, რაც ასევე არ არის საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევა.


შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს.


დღეს ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით.


დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპონდენტმა.


პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი:


- ქართული ოცნება - 44.7 %

- ნაციონალური მოძრაობა - 32.6 %

- პატრიოტთა ალიანსი - 3.1%

- საქართველოსთვის - 2.9 %

- სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6 %

- გირჩი - მეტი თავისუფლება 2.5 %

- ლელო - 2.3 %

- ევროპული საქართველო - 2.2 %

- მოქალაქეები - 1.5 %

- ლეიბორისტული პარტია - 1.5 %

- გირჩი - 0.4 %

- ერთიანი საქართველო - 0.4 %

- სხვა პარტიები - 3.3 %


ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება:

- ქართული ოცნება - 16 მანდატი

- ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი

- პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი

ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

- იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი 50.3 %

- ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 37.8 %

- სხვა კანდიდატები 11.9 %


როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგად პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ შვიდივე მაჟორიტარს მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.


როგორც დავაანონსეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up