საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აღიარებენ, რომ საქართველოში საკვებზე წვდომის პრობლემაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აღიარებენ, რომ საქართველოში საკვებზე წვდომის პრობლემაა

person access_time2016-06-21 09:52:09

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი" საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევებმა გამოავლინა, რომ საქართველოში ადამიანების დიდ ნაწილს საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. მკვლევარების ყველაზე საგანგაშო დასკვნა ისაა, რომ ამ პრობლემის გამო მომავალი თაობის ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება.


კერძოდ, 10 კატეგორიის სასურსათო პროდუქტიდან, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ჯანმრთელობა, ხელმისაწვდომი მხოლოდ 5 პროდუქტია.

 

„ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პროექტის მენეჯერი ლევან დადიანი „კომერსანტთან" ამბობს, რომ კვლევაში საგანგაშო შედეგია, რადგან რეალურად ვიტამინებით მდიდარ საკვებზე, ხორცზე, თევზზე წვდომა შეზღუდულია,  განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში. 


ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, რთული მდგომარეობაა ქალების კატეგორიაშიც, რომელიც არის ნუტრიციული გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ოჯახში – ის შეგნებულად იკლებს საკვებს იმისთვის, რომ გამოკვებოს ოჯახის წევრები.


„კომერსანტმა" ეს მაჩვენებლები ექსპერტებს და პარლამენტარებს წარუდგინა და დაუსვა შეკითხვა: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება თუნდაც მოზარდების უზრუნველყოფას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვებით.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ კვლევა 2015 წლის პერიოდს ასახავს. რაც შეეხება გასული წლებს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევა ერთჯერადი იყო და ის წინა წლებში არ ჩატარებულა.

 

„ოქსფამის" შედეგებს არ იცნობს გაეროს ბავშვთა ფონდის, Uniсef-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, თუმცა ზოგად შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში იმაზე ძლიერი სოციალური პოლიტიკა არსებობდეს, ვიდრე დღეს არის.


მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, მაგრამ ეს ვითარების შესამსუბუქებლად საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაგრძელდეს მიზნობრივი სოციალური დახმარებები, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულებისკენაა მიმართული, თუმცა აუცილებელია, მოხდეს სხვა ჯგუფების დახმარებაც, რომლებიც არიან პოტენციურად მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფების, ანუ მათი ხელშეწყობა, ვინც შეიძლება ხვალ უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდნენ.

 

ქურციკიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომლებიც გაღარიბების რისკის ქვეშ არიან.


„ჩვენი კვლევებიდან დასტურდება, რომ სიღარიბე საქართველოში დინამიურია, ოჯახები ადვილად ღარიბდებიან, შემდეგ გარკვეული პერიოდი იშოვიან შემოსავალს, გამოვლენ გაჭირვებიდან, თუმცა, ძალიან მალე ისევ უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან. ეს არასტაბილურობა და გარკვეული ეკონომიკური შოკები იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას. ამიტომ, აუცილებელია უფრო მძლავრი და ქმედითი სოციალური პოლიტიკის არსებობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფოსთან და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა: მოხდა სოციალური დაცვის სისტემების რევიზია, 2015 წლიდან ახალი მეთოდოლოგიით ხდება ქულების მინიჭება, თუმცა, ესეც გათვლილია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე. ამოქმედდა ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა ორსულის უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით.

ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-24 თვემდე ახალშობილებს მიეწოდება საკვები დანამატი, სადაც შედის მნიშვნელოვანი ვიტამინები და მიკროელემენტები, " - აცხადებს ქურციკიძე.


მისივე ინფორმაციით, Uniсef-ს 2010 წელს ჰქონდა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ქალს და ბავშვს აღენიშნებოდა საკვების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, როგორიცაა რკინა-დეფიციტური ანემია, ზრდაში ჩამორჩენა, ჭარბწონიანობა. მისი განმარტებით, საკვების დეფიციტში იგულისხმება საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.

 

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან განსხვავებულად ხედავენ რეალობას "ქართული ოცნების" პარლამენტარები:


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოქსფამის" მიერ გამოქვეყნებული კვლევა 2014 წელს, უფრო კონკრეტულად კი ზაფხულიდან არის ჩატარებული, მას შემდეგ კი ორი წელი გავიდა და ამ პერიოდში ხელისუფლებამ სოციალური მიმართულებით საკმაოდ ბევრი სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, ამის გათვალისწინებით, ხუნდაძის თქმით, დღეს არ გვაქვს ისეთი სურათი, რაც „ოქსფამის" კვლევაშია ასახული.

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური კი საერთოდ არ იცნობს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, და მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

„არ ვიცი რამდენად კომპეტენტურია ეს ორგანიზაცია, რაც არ უნდა საერთაშორისო იყოს. სჯობს უკეთესი მდგომარეობა იყოს, ვიდრე დღეს არის, თუმცა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე ვთქვათ 4-5 წლის წინ იყო,"-აცხადებს წიკლაური.


 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...


მსგავსი სიახლეები

up