საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

access_time2021-04-14 12:09:18

„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.

 

ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

 

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.

 

ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

 

თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.



მისივე თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.


გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება გეგმებს, უახლოეს მომავალში, გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად ქმედით ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

 

ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში.

 

ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ კარგად გვაქვს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად გადავდგათ ქმედით ნაბიჯები“, - განაცხადა კერესელიძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

 

როგორც ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

 

ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება.

 

ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მას შემდეგ, რაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up