საპარლამენტო ინიციატივა, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არ მქონია, ან თუ მქონდა, ვერ გავიდა - ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო ინიციატივა, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არ მქონია, ან თუ მქონდა, ვერ გავიდა - ალექსანდრე ქანთარია

access_time2020-10-02 10:00:55

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.


„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით — რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ამჯერად „კომერსანტი“ ქართული ოცნების მოქმედ დეპუტატს ალექსანდრე ქანთარიას დაუკავშირდა.


კითხვაზე, თუ რამდენად მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ბოლო ოთხი წლის მანძილზე კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება - ალექსანდრე ქანთარია გვპასუხობს, რომ მთავარია ქვეყანაში შენარჩუნდა მშვიდობა და სტაბილურობა.

 

„რა თქმა უნდა,  გარკვეულწილად სტაბილურობა და მშვიდობა შენარჩუნდა.  თქვენც ხედავთ , გარშემო რეგიონი რა ცეცხლის ალშია, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს სტაბილურობა და მშვიდობა და ეს არის მმართველი გუნდის ყყველაზე დიდი დამსახურება.

 

ის, რომ პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია და გადავიდა საპარლამენტო წყობაზე,  ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული შრომის კოდექსში,  უზენაესი სასამართლოს წევრების  არჩევის აბსოლუტურად  სხვა  სისტემა  შეიქმნა,  გამჭვირვალედ - მეც  ყველა  ამ  პროცესის  ერთ-ერთი  თანამონაწილე  ვარ,“- აღნიშნავს ალექსანდრე ქანთარია.  

 


რა საპარლამენტო ინიციატივით მიიღო მონაწილეობა ამ პროცესებში დეპუტატმა, თავად ნუკრი ქანთარია არ ასახელებს, თუმცა აღიარებს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

 

 „კონკრეტულად ინიციტივა, რომელმაც  გადატრიალება  გამოიწვია ამ მოწვევის  პარლამენტში მე არ მქონია,  ან  თუ მქონდა  ვერ  გავიდა,“- ამბობს დეპუტატი.

 

ეკონომიკის განვითარება დეპუტატის თქმით, ზრდას არ წყვეტდა, თუმცა პანდემია ქვეყნის „სწრაფი განვითარების პროცესისთვის“ ავბედითი განსაცდელი აღმოჩნდა.

 

„ასევე მოიმატა  ეკონომიკამ,  რომელიც უმთავრესია და  ფაქტობრივად  იცით, რომ ზრდაში და განვითარებაში მიდიოდა. მერე შევეჯახეთ COVID -19-ს, რომელმაც კედელთან მიგვაყენა და ახლა მიმდინარეობს, აქედან  თავის  დახსნის პროცესი.   გაცილებით მეტი საშუალებები და მეტი  პოტენციალი იყო და  ძალიან  თამამად  შეიძლებოდა ამ თემებზე საუბარი, რომ არა თებერვალში კოვიდის ავბედითი განსაცდელი.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, საგარეო ვალის ზრდა, პროდუქტებზე ფასების ზრდა  - ეს ყველაფერიც ალექსანდრე ქანთარიას თქმით, თებერვალში დაწყებულ პანდემიას უკავშირდება.


„ეს ყველაფერი ძირითადად გარემოებების ბრალია, შექმნილი მდგომარეობის ბრალია რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში. თუ თვალს ადევნებთ ბაიდენისა და ტრამპის დებატებს, ადვილად  შეამჩნევდით, რა მდგომარეობაა ასეთ სახელმწიფოებშიც კი, ამ თვალსაზრისით.


ხარვეზები, ფაქტობრივად ყველგან გამოიკვეთა. თქვენ იცით, რომ სკოლაში ბავშვების ნაწილი მიდის, ნაწილი ვერ მიდის. ყველგან რაღაც გაიბზარა, ისე  ყველაფერი მიდიოდა ნორმალურად ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ. გუნდმა მაქსიმალური გუნდურობა  გამოამჟღავნა კრიზისულ  მომენტში.  ახლა პირველ რიგში მშვიდობა, სტაბილურობა და  ეკონომიკური  განვითარება გვჭირდება,“ - განმარტავს ალექსანდრე ქანთარია.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up