საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს Fitch-ის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ და რაიმე საფრთხეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ის ვერ ხედავს - იოსებ არჩვაძე

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს Fitch-ის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ და რაიმე საფრთხეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ის ვერ ხედავს - იოსებ არჩვაძე

access_time2021-02-13 16:15:18

„მსოფლიოში აღიარებული სარეიტინგო კომპანიების „დიდი სამეულიდან“ ერთერთმა - Fitch Ratings-მა - მოახდინა საქართველოს სარეიტინგო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად - „BB“ დონეზე დატოვა. აღნიშნული შეფასება, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელმაც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საქართველოსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა, გამოხატავს მკაფიო ნდობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ. სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კრიზისის გამო აღნიშნულმა სააგენტომ საკმაოდ ბევრ ქვეყანას შეუმცირა საკრედიტო რეიტინგი ან რეიტინგის პერსპექტივა (სომხეთი, ბელორუსი, ლატვია, სლოვაკეთი და ა.შ.).

მისი თქმით, Fitch-ის შეფასება საქართველოს წარმატებად უნდა შეფასდეს, რაც მიღწეულია აღნიშნული BB „წონითი კატეგორიის“ ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით, ერთი მხრივ, მაღალი მმართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი, სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკით და მდგრადობით შოკების მიმართ, მეორე მხრივ კი 2021-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის უკეთესი საპროგნოზო მაჩვენებლებით (შესაბამისად, 4.3% და 5.8%).
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელისუფლების მაღალი რეპუტაციული შეფასება და ნდობა სააგენტოს მხრიდან, რომელიც დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა და ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირებისა, აძლიერებს Fitch-ის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ და რაიმე საფრთხეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ის ვერ ხედავს,“ - განაცხადა ექსპერტმა.
იოსებ არჩვაძის თქმით, Fitch-ის მიერ გამოთქმულია რწმენა, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია მთავრობის შესაბამისი გონივრული პოლიტიკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური მხარდაჭერით, რის გამოხატულებას წარმოადგენდა კორონავირუსის პანდემიისთანავე საქართველოსათვის გამოხატული ნდობა და მხარდაჭერა, გაწეული ოპერატიული დახმარება და კრედიტების გამოყოფა.
Fitch-ის ანგარიშში ასევე დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად როგორც წინა შოკების პერიოდში, ისე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს. ამ ინსტიტუტმა ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით ხელი შეუწყო საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და შეზღუდული სავალუტო ინტერვენციებით სავალუტო კურსის რყევის შემცირებას; ეკონომიკური ზრდის გაცხადებული ტემპები უახლოეს წლებზე ხელს შეუწყობს 2024 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოსვლას და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის შემცირებას.
„აღნიშნული ავტორიტეტული სააგენტოს შეფასება, მთავრობის მზაობა, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ფაქტობრივად დაწყებული მზადება პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის მზარდი ტემპებით განვითარებისათვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა, მთლიანობაში სულ უფრო მკაფიოდ აყალიბებს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრენდს და სამართლიანად იძლევა შესაბამისი ოპტიმიზმის საფუძველს,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up