"საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული" -ცესკო

access_time2020-11-22 13:11:24

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჩივრები ეხება ერთ შემთხვევაში უბნის ბათილად ცნობას, ასევე მოთხოვნილია გადასატანი ყუთების ბათილად ცნობა გლდანსა და ქუთაისში. საჩივრები შესულია რუსთავის, გლდანის, თელავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და ისნის ოლქებში.

რუსთავის ოლქში შესულია 1 საჩივარი, გლდანში -2, თელავში 1, ზუგდიდში - 4, ქუთაისში -5, ბათუმში -1 , ისანში -1 . რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ამ დროისთვის შესული საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. აღნიშნული საჩივრების განხილვა დადგენილ ვადებში მოხდება. ხოლო რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ის შეიძლება დღეს და ხვალ შევიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, სააოლქო საარჩევნო კომისიები კანონით დადგენილ ვადებში მოახდენენ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირებას. ვადა გახლავთ 2 დღე.

დავაზუსტებ და გეტყვით უფრო დეტალურად, რომ თელავში მაგალითად ერთი საჩივარი ეხება უბნის ბათილობას, გლდანში და ქუთაისში იყო საჩივარი, რომელიც ეხება გადასატანი ყუთების ბათილობას, დანარჩენ შემთხვევებში არის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოთხოვნილი“, - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

Ipn




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up