უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის ნაწილმა მიიღო შეტყობინება ევაკუაციისთვის მზადების შესახებ. მისი აზრით, ის ძირითადად ყირიმელებს ეხებოდა, რომლებიც საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
მისი თქმით, რუსეთის სარდლობა ძალიან აქტიურად ყიდის უძრავ ქონებას და ოჯახები ყირიმიდან გაჰყავთ.
“მაგრამ სხვებს, რიგითებს, ეუბნებიან: არ ინერვიულოთ, ყველაფერი წყნარად არის, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა… რუსებთან დაკავშირებულებს ოჯახები გაჰყავთ და ძალიან აქტიურად. ეს საბაბია დასაფიქრებლად ყველა დანარჩენისთვის, ვინც საკუთარი ბედი დანაშაულებრივ პუტინისტურ რაშისტულ რეჟიმს დაუკავშირა. ყირიმი სჯობს დატოვოთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს”, - განაცხადა იუსოვმა.