ორგანიზაცია „პარტნიორები ტურიზმისათვის“ საოჯახო სასტუმროს ბიზნესში ჩართვის მსურველთათვის ახალ კონკურსს იწყებს.პროექტი სოფლად ან რეგიონში მდებარე უფუნქციო სახლის ბუტიკ სასტუმროდ გადაქცევას გულისხმობს – ნომრების, კვების სფეროს, უსაფრთხოების და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით.
პროგრამა სრულად USAID ZRDA-ს ფარგლებში დაფინანსდება. აპლიკანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის დღეიდან კითხვების გაგზავნა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ.
წყარო: „ბიზნესპარტნიორი“