საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

access_time2019-12-12 18:00:33

2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.


როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.


„სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის საოჯახო სასტუმროებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით დაერიცხება:



ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით - თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.


მაგალითად აბონენტმა (საოჯახო სასტუმრომ) მოიხმარა პირობითად 30მ3 წყალი, 25მ3-ზე გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. ხოლო 5მ3-ზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.


მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით - ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით“, - აღნიშნულია განცხადებაში.







როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up