საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

საოჯახო დასვენება ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯია პალასში“

access_time2019-06-18 13:55:34


საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ.
საოჯახო დასვენებას მუდამ თან ახლავს კითხვები- სად შეიძლება დავისვენოთ მშვიდად და თან აქტიურად? ბავშვებთან ერთად დასვენება საკმაოდ საინტერესო და სასურველია მაშინ როცა სასტუმრო კომპლექსი იძლევა გართობის უამრავ სახეობას, როგორც პატარებისთვის ასევე ზრდასრულებისთვის.





თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად უნდა გაატაროთ ეს ზაფხული, ბავშვებთან ერთად გაეცანით სასტუმრო ჯორჯია პალასის სერვისებს.



სასტუმრო თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უნიკალური გარემოა საოჯახო დასვენებისთვის, სადაც უფროსები და პატარები დასვენების დროს ერთნაირად კარგად ატარებენ.





სასტუმრო ოთახების რამდენიმე ტიპს აერთიანებს, სტანდარტული ოთახები, ნახევრად ლუქსები და მაღალი კლასის ლუქსები. საოჯახო ტიპის ოთახები იდეალურია მათთვის ვინც პატარებთან ერთად გადაწყვეტს ცხელ ზაფხულში დასვენებას, ოთახების აივნებიდან იშლება ულამაზესი ზღვისა და ბაღის ხედი, ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით ლამაზი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა რადგან სწორედ ამ დროს ზღვისა და მთის გრილი ჰაერი ერთმანეთში ირევა.
მაღალ სეზონზე სასტუმროს ანიმატორთა გუნდი შესანიშნავი, სახალისო პროგრამებით ანებივრებს პატარებს, სადაც ზრდასრულების აქტივობებიც მრავლადაა. ყოველი დღის დასაწყისი ჯანსაღი, წყლის აერობიკით იწყება, როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვის. აქტიურად დაწყებული დილა კი თითოეული სტუმრის წარმატებული დღის საწინდარია.
ბავშვები გარდა ტრადიციული გასართობი საშუალებებისა ხატავენ და ძერწავენ, აწყობენ სამოდელო შოუებს, მათ მიერ დამზადებული კაბებით. საბავშვო ატრაქციების სიუხვე ყველა ასაკის ბავშვს აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად გაერთოს და იხალისოს. საღამოობით აწყობენ მინი დისკოსა და კარაოკეს.





4 ჰექტარზე გადაჭიმული სასტუმრო და ულამაზესი ბაღი, გაძლევთ საშუალებას დაკავდეთ სპორტული აქტივობებით, ისეირნოთ შავი ზღვისპირა ზოლზე ველოსიპედით, ითამაშოთ გოლფი, გიგანტური ჭადრაკი, იქანაოთ გიგანტურ საქანელაზე და მოისვენოთ ულამაზეს ფანჩატურებში.



განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩოგბურთისა და კალთბურთის მოედნებს. აქ კალათბურთის მოყვარულებს ნამდვილად უმართლებთ.



ზაფხულის ცხელ დღეებში გარდა გართობისა გემრიელი კერძებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარებისთვის. ქართული ტრადიციული და ევროპული სამზარეულო, სასტუმროს იტალიელი და ქართველი შეფმზარეულების წყალობით საკმაოდ მიმზიდველია.





„აქ ჩამოსულს ნამდვილად დაგავიწყდებათ წონაზე ზრუნვა. სასტუმროში არსებული ორი რესტორანი და ხუთი ბარი ყოველდურად ნაირფეროვანი მენიუთი გაგაოცებთ. ულამაზესი ბაღის შუა გულში განთავსებული „აჭარული ხაჭაპურის“ ბარი ნამდვილი შვებაა აქტივობებითა და ცურვით დაღლილი სტუმრებისთვის. პიცა „პეპერონი“ ნამდვილად შეძლებს თქვენს გაოცებას.



თუ ეგზოტიკური და აღმოსავლური სამზარეულის მოყვარული ხართ, თქვენთვის აქ სუში ბარია, სადაც ეზიარებით სუშის ხელოვნებას.



მთავარი რესტორანი „აჭარა“ ბავშვებისთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს, აქ განსაკუთრებული კუთხეა მათთვის, სწორად და ფაქიზად შერჩეული კერძების მენიუ კი მათვის ორმაგად საინტერესო და სასურველია.



ჯერ კიდევ დროა დაგეგმოთ თქვენი საოჯახო დასვენება საუკეთესო გარემოში“-აცხადებენ „ჯორჯია პალასში“.





(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up