სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

access_time2023-01-28 10:00:53

დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.

 

 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა რუსული ნავთობით ასობით რეისი განახორციელეს, მათგან მინიმუმ ასი ევროპულ პორტებში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტანკერების უმეტესობა ბერძნულ გადამზიდავებს ეკუთვნის, სანქციების დარღვევაში შემჩნეულები არიან ასევე გემები გერმანიიდან, მონაკოდან, კვიპროსიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.  ამ საზღვაო რეისების უმეტესობა დაზღვეული იყო ევროპულივე სადაზღვევო კომპანიების მიერ.

 

 

ამავდროულად, რუსული ჰოლდინგი „სოვკომფლოტი“, რომელიც ევროპული სანქციების ქვეშ იმყოფება, ევროპასთან საზღვაო ვაჭრობის კონტროლს აგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით.

 

 


როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რუსული ნავთობი ევროპაში სანქციებში არსებული მცირე  „ხვრელის“ წყალობით ხვდება. ფორმალურად, აკრძალვა არ ვრცელდება ნავთობზე, რომელიც იწარმოება რუსეთის ფარგლებს გარეთ და გადის რუსეთში ტრანზიტით. მაგალითად, ასე ახორციელებს ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს.


 

ევროკომისიამ, რომელმაც უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციას ნავთობის სანქციები დაუწესა, აცხადებს, რომ ამ შეზღუდვების დაცვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა აკონტროლონ.


 

„სანქციების გამოყენების ცალკეული შემთხვევების შეფასება ევროკომისიის კომპეტენციაში არ შედის“, - განაცხადა ამ სტრუქტურის წარმომადგენელმა.



 

ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - რა ხდება ახალი

 

ცოტა ხნის წინ პაკისტანმა განაცხადა, რომ აპირებს იყიდოს იაფი რუსული ნავთობი. ამ ეტაპზე გარიგების კომერციული პირობები საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს

 

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი შემზღუდველი ღონისძიების - - ნავთობპროდუქტების ფასის ზღვრის შემოღებისთვის  ემზადება. მაზუთზე მაქსიმალური ფასი 45 დოლარი იქნება, დიზელზე - 100 დოლარი.

 

რუსული ნავთობის ექსპორტი მცირდება. გაყიდვების მოცულობის შემცირებამ რუსეთის ნავთობის შემოსავლები ომამდელი პერიოდის შემდეგ დაბალ დონემდე შეამცირა.





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up