სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საბანკო სექტორში ისევ შეზღუდვები აქვთ

სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საბანკო სექტორში ისევ შეზღუდვები აქვთ

person access_time2016-04-14 09:45:01

დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის მიუხედავად ირანელი ბიზნესმენები საქართველოში საბანკო გადარიცხვებით სარგებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

 

როგორც ცნობილია, ირანს საერთაშორისო სანქციები მიმდინარე წლის დასაწყისში მოეხსნა. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო. მოგვიანებით ცხრა ირანულმა ბანკმა საერთაშორისო გადარიცხვების უმსხვილეს გლობალურ სისტემასთან SWIFT-თან წვდომაც მიიღო, რომლით სარგებლობაც სანქციების გამო არ შეეძლოთ. ამ სისტემას 30-მდე ირანული ბანკი ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფარგლებში, 2012 წელს გამოეთიშა.


საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე ირანელი ბიზნესმენები და ტურისტები საბანკო გადარიცხვებს და ასევე პლასტიკური ბარათებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ იყო მოლოდინი, რომ საბანკო ტრანზაქციები ამ დრომდე აღდგებოდა, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდვები ძალაშია. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ ბიზნესმენებს და ტურისტებს თანხები ნაღდი ფულის სახით ქონდეთ. მთვრალაშვილი ამბობს, რომ ტურისტების შემთხვევაში ეს ფაქტი შემაფერხებელი ნაკლებად არის და პირიქით – ირანიდან ტურისტების რაოდენობის ზრდაც ფიქსირდება, თუმცა საინვესტიციო პროექტები შეფერხებულია. მისივე თქმით, ევროპასთან ირანმა ურთიერთობების დალაგება უკვე დაიწყო, დაწყებულია ნავთობის გადატვირთვები, რაც საბანკო ტრანზაქციების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა საქართველოში საბანკო სისტემასთან წვდომა ირანელებს ისევ შეზღუდული აქვთ. ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთი თვის წინ  ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმიც ჩატარდა, სადაც იყო დაპირება, რომ საბანკო სისტემაში შეზღუდვები მოიხსნებოდა.  მისივე თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, დაგეგმილია უმაღლესი დონის ვიზიტები,  შესაბამისად სანქციების მოხსნას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია.


 

შეფერხებული საბანკო გადარიცხვების გამო ბიზნეს პროექტების დაწყებას ვერ ახერხებს ნაზი ალასანია, რომელსაც ირანელი პარტნიორები ყავს და ირანიდან ბიტუმი შემოაქვს. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პროექტები დაპაუზებულია და ორივე მხარეს აინტერესებს რა არის საბანკო სექტორში გადარიცხვების შეზღუდვის მიზეზი. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ირანულ კომპანიას სერიოზული ინტერესი აქვს სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში  და შეზღუდვის მოხსნი შემდეგ ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლიდან გააუქმა.  15 თებერვლიდან ირანელებს  საქართველოში ვიზის გარეშე  ჩამოსვლა შეუძლიათ.

 

მანამდე,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან სავიზო რეჟიმი მოქმედებდა, რამაც, როგორც სტატისტიკა ადასტურებს, ირანელი ტურისტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია.



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up