სანკტ-პეტერბურგში უკვე მესამე ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში, რომელთა დიაგნოზი შესაძლოა ახალი კორანავირუსი აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს. მესამე ჰოსპიტალიზირებული ადამიანის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ჯანდაცვის კომიტეტი ადასტურებს.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით შესაძლო დაავადებულებს შორის ორი მამაკაცი იყო, რომლებიც პეტერბურგში ჩინეთიდან ჩავიდნენ. გამოკვლევის შედეგად პაციენტებს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება დაუდგინდათ.
ამ დროისთვის, ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობამ 617 ადამიანი შეადგინა. დაფიქსირდა 17 გარდაცვალების შემთხვევა, ყველა მათგანი ჰებეის პროვინციაშია რეგისტრირებული.
gazeta.tu