თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.