სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის

სანდრო რაქვიაშვილი - სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის

access_time2021-10-14 16:40:00

სააკაშვილი განზრახ წავიდა ამაზე - პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.



როგორც მან აღნიშნა, თუ აქციის მიზანი სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის ბრძოლაა, ეს მისაღებია, თუმცა, რეალურად აქციის მიზანი გაუგებარია და ის მხოლოდ კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებს.




„ჩემთვის ამ აქციის მიზანი გაუგებარია, ჯერ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე იყო საუბარი, თუმცა, ეს გაუგებარია, რადგან მიხეილ სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა და გასაგებია, რომ ამით დამთავრდებოდა, ზოგადად არ მესმის ამ ყველაფრის მიზანი და შინაარსი, ამიტომ მე არ ვიქნები ამ აქციაზე. თუ ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ გასაგებია, რომ მე იქ არც უნდა ვიყო. თუ მიზანი მისი პატიმრობის გაპროტესტებაა, გასაგებია, როცა ის ჩამოდიოდა საქართველოში, ეს დასრულდებოდა პატიმრობით, მაშინ, რას ვაპროტესტებთ ვერ ვხვდები.



პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ ის, რომ ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე მხარეს ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა. არ მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს როგორც პოლიტპატიმარს ვუყურებთ, ის რომ მართლა დაეჭირათ, ჩამოეყვანათ, „ოქეი, რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა, ის ხომ განზრახ წავიდა ამაზე, პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, თორემ ზოგადად, სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე პირველები ვიყავით ფაქტობრივად, როცა ვსაუბრობდით. თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, „ოქეი“, მაგრამ მე არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებზე და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.


ipn.ge






ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...


მსგავსი სიახლეები

up