სანაპიროზე, რესტორან „არაგვის“ ნაცვლად  მრავალფუნქციური კომპლექსი „არაგვი“ აშენდება

სანაპიროზე, რესტორან „არაგვის“ ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი „არაგვი“ აშენდება

access_time2018-12-05 15:30:00

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად ახალმა მრავალფუნქციურმა კომპლექსმა ოპერირება შესაძლოა „არაგვის“ სახელით დაიწყოს.  ამის შესახებ „კომერსანტს“  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა  განუცხადა.


 

მისი განმარტებით, სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად ახალი  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი მერიაში წლის ბოლომდე შევა. როგორც გადაევი განმარტავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის მომზადება, რომელიც წლის ბოლომდე თბილისის მერიიის არქიტექტურის სამსახურში განსახილველად შევა. კონცეფციის შეთანხმებას მინიმუმ 2-3 თვიანი პერიოდი სჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე დეტალური პროექტის მომზადებაზე დაიწყება სამუშაოები.


 

გადაევის ინფორმაციით, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობით  ინვესტორებიც დაინტერესდნენ. საუბარია, ქართველ და უცხოელ ინვესტორთა  ჯგუფებზე.


 


 როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება დაფინანსების არ არსებობის გამო გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული. გადაევის ინფორმაციით, სიტუაცია შეიცვალა და თუ ადრე  პროექტის შესახებ ინვესტორები მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ნაკლებად გამოთქვამდნენ, ახლა პარარელურ რეჟიმში რამდენიმე ინვესტორთან მიდის საუბარი. „როდის დასრულდება მოლაპარაკებები რთულია ამაზე საუბარი. მთავარია, რომ პროცესში ვართ,“ — განმარტავს გადაევი.

 

 

საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ  მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.


 

როგორც ცნობილია, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად, ტერიტორიაზე Hyatt Regency-ის  ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა კომპანია სასტუმრო Hyatt Regency -ს იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში აშენებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up