სანაპიროზე, ყოფილი კაზინო „არაგვის“ ნაცვლად ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობით ინვესტორები ისევ არ ინტერესდებიან. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მათი უმრავლესობა, ინვესტორების გარკვეული ჯგუფი პროექტით ინტერესდება, თუმცა, საქმე ბოლომდე ამ დრომდე ვერ მივიდის.
როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება დაფინანსების არ არსებობის გამო გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული.საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
როგორც გადაევი აცხადებს, კომპანიამ რამოდენიმე სახის კონცეფცია დაამუშავა. მისი თქმით, არსებობს პროექტის 3-4 ვარიანტი, თუმცა აქედან რომელზე შეჯერდებიან და საბოლოოდ რომელი შევა თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვისთვის, ამ დროისთვის უცნობია. გადაევის განცხადებით, ყველა ვარიანტის შეთავაზება ხდება ინვესტორებისთვის, მათ შორის, რეიტინგული კი საბოლოო პროექტი იქნება.
როგორც ცნობილია, არაგვის ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს. თავდაპირველად ტერიტორიაზე Hyatt-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა კომპანია სასტუმრო Hyatt Regency- ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში აშენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებემა კომპანია „რუსთაველი ფროფერთისმა„ სასტუმრო Hyatt Regency-ის 50 %-იანი წილი გაყიდა და პროექტში ახალი ინვესტორი - GD Group/ Real Estate Construction-ი შემოიყვანა.
ავტორი: სოფო ქსოვრელი